დუმილი დიდხანს გაგრძელდა, თითქმის შვიდი წელი და სამწუხაროდ ეს ავის მომასწავებელი დუმილი აღმოჩნდა. 28-წლიანი დიდების შემდეგ, ფრანგული დუეტი Daft Punk უკანასკნელი ტრეკით Epologue-ით დაგვემშვიდობა.
ლეგენდებად ქცეულმა მუსიკოსებმა ტომას ბანგალტერმა და გი მანუელ დე ჰომემ-კრისტომ დუეტი 1993 წელს, პარიზში დააფუძნეს. 1997 წელს გამოსულმა პირველმა ალბომმა Da Funk-მა, რომელშიც ისეთი ტრეკები შედიოდა, როგორებიცაა Revolution 909 და Around The World, მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა და სწორედ ამ ალბომიდან დაიწყო დუეტის აღმავლობის ხანაც.
ბიჭებმა, მათ ნიშად ქცეული მომავლის ჩაფხუტები მოგვიანებით, 2001 წელს დაამზადეს და მას შემდეგ ყველა ინტერვიუს, live გამოსვლასა თუ კონცერტს რობოტების ჩაფხუტებით ესწრებოდნენ.
6 Grammy-ს ჯილდოს, მრავალმილიონიანი მოსმენების, რეკორდული გადმოწერებისა და ზღვა თაყვანისმცემლების ფონზე Daft Punk იყო თანამედროვე ელექტრონული სცენის ის დიდებული დუეტი, რომელიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე შთაგვაგონებდა და აღგვაფრთოვანებდა. რასაკვირველია, დუეტის დაშლის შემდეგაც კი მათი ლეგენდარული სიმღერები ჩვენს Playlist-ში განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ.
ხვალ, ზეგ და მაზეგ თბილისი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე მწერლებს, მეცნიერებს, ჟურნალისტებს, ხელოვანებსა და აქტივისტებს უმასპინძლებს. წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალი იწყება, რომელიც ამბების თხრობაზე, გამოცდილებების გაზიარებასა და დიალოგის წამოწყებაზეა ორიენტირებული
ნიუ-იორკში ამერიკელი რეპერისა და პროდიუსერის, შონ Diddy კომბსის წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. თუ კომბსს დანაშაულები დაუმტკიცდა, შესაძლოა ცხოვრების ბოლომდე ციხეში მოუწიოს დარჩენა.