ჰეილი ბიბერმა RHODE-ი მილიარდ დოლარად გაყიდა
ჰეილი ბიბერმა თავისი კანის მოვლის ბრენდი Rhode ბიუჯეტურ კოსმეტიკურ გიგანტს e.l.f. Beauty-ს მილიარდ დოლარად მიჰყიდა. ჰეილი ბრენდში კრეატიული დირექტორის პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას.
კოსმეტიკური ხაზის ქონა ფუფუნების საგანს აღარ წარმოადგენს, ახლა უკვე ჰეილი ბიბერიც უერთდება იმ ცნობილ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც თავის მოვლისა თუ კოსმეტიკის საკუთარ ხაზს ფლობენ. ჩვენთვის უკვე ცნობილია ჰეილის ბიუთი ბრენდის სახელი - კოსმეტიკურ ხაზს ბიბერი Rhode-ს სახელით გამოუშვებს, რომელიც სუპერმოდელის მეორე სახელიც გახლავთ.
კარანტინის პერიოდში თავის მოვლის საშუალებები სხვადასხვა კუთხით გამოვიკვლიე და ჩემი კანისთვის საუკეთესო შედეგს მივაღწიე
დასავლური გამოცემა TMZ იუწყება, რომ ჰეილი ბიბერმა უკვე მოაწერა ხელი მთავარ დოკუმენტებს, მათივე ცნობით სუპერმოდელის ხაზში გაერთიანებული იქნება აბაზანისა და საშხაპე საშუალებები, სხვადასხვა საცხები, კოსმეტიკა, მაკიაჟი, სუნამოები, აგრეთვე თმისა და სახის მოვლის საშუალებები.
მართლია, ჰეილის კოსმეტიკური ხაზის შესახებ, ჯერ კიდევ უამრავი დეტალი რჩება კითხვის ნიშნის ქვეშ, თუმცა Rhode-ს Instagram ექაუნთმა უკვე მოაგროვა 14 ათასზე მეტი გამომწერი და მათი რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდება.