ჯიჯი ჰადიდმა 30 წლის იუბილე ნიუ-იორკში ვარსკვლავურ წრეში აღნიშნა
ჯიჯი ჰადიდმა 30 წლის იუბილე ნიუ-იორკში ბრედლი კუპერთან და ვარსკვლავურ სტუმრებთან ერთად აღნიშნა.
42 წლის მსახიობი, ჯენიფერ ლავ ჰიუიტი და მისი მეუღლე ბრაიან ჰალისეი მშობლები კიდევ ერთხელ გახდნენ. წყვილს ვაჟი - ეიდენ ჯეიმს ჰალისეი შეეძინა. სიახლე ჯენიფერმა საზოგადოებას Instagram-ზე გამოქვეყნებული პოსტით გაუზიარა.
"ასე გამგზავნეს ჩემმა შვილებმა საავადმყოფოში, ჩემი მუცელი უზარმაზარი იყო. ნათქვამია, რომ მშობიარობის დროს ქალი სხეულს ტოვებს, მისი სული ვარსკვლავებისკენ მიემართება, რათა შვილი იპოვოს და უკან ერთად დაბრუნდნენ. ჩემთვის პატივი იყო ეიდენ ჯეიმს შენი პოვნა" - დაწერა ჯენიფერმა პოსტის აღწერაში.
ჩემთვის ყველაზე რთული ახალდაბადებულისთვის სახელის შერჩევაა, ეს ხომ ისაა ვინც ისინი მომავალში იქნებიან, როგორ პიროვნებებად ჩამოყალიბდებიან.
ჯენიფერ ლავ ჰიუიტმა და ბრაია ჰალისეიმ 2013 წელს იქორწინეს, მათ 7 წლის ქალიშვილი აუთუმ ჯეიმსი და 6 წლის ვაჟი ატიკუს ჯეიმსი ჰყავთ. ეიდენი წყვილის მესამე შვილია, რომელმაც ოჯახს ახალი - დიდი ხუთეულის სტატუსი შემატა.