თბილისში ახალი სილამაზის სივრცე გაიხსნა
თბილისში ახალი ბიუთი სივრცე Beauty Studio by Kani გაიხსნა. ამ სივრცეში თავის მოვლის მრავალფეროვანი პროცედურების ჩატარებაა შესაძლებელი.
ცნობილ ადამიანთა შორის ახალბედა დედების ნამდვილი ბუმია, სანამ მათი ნაწილი კორონავირუსის პანდემიას სახლში ემალება, მეორე ნაწილი წესების სრული დაცვით ნიუ-იორკისა თუ ლონდონის ქუჩებში სეირნობს და გულშემატკივრებს ახალბედა დედის სტილსაც აცნობს.
ჯიჯი ჰადიდი
რამდენიმე დღის წინ სუპერმოდელი ჯიჯი ჰადიდი, პატარა კაისთან და მეგობართან ერთად, პაპარაცებმა ნიუ-იორკის ქუჩებში დააფიქსირეს. აღმოჩნდა, რომ ჯიჯიმ თმის ფერი შეიცვალა, და პლატინის ქერადან სუპერმოდელი ჟღალ ფერზე გადავიდა, რომელსაც სეზონის ერთ-ერთ ფავორიტ ფერად მიიჩნევენ.
ნიუ-იორკის ქუჩებში ჯიჯი Moncler-ის მდოგვისფერი და თეთრი ფერის მოსაცმლით, Krewe-ს სათვალეებით და Dr. Martens-ის ფეხსაცმლით გამოჩნდა.
2 MONCLER 1952 Coral trench coat
ემილი რატაკოვსკი
სუპერმოდელს პირველი შვილი, სულ რამდენიმე დღის წინ შეეძინა, თუმცა ემილიმ გასაოცრად სწრაფად მოახერხა ფორმის დაბრუნება და ნიუ-იორკის ქუჩებში ოჯახთან ერთადაც კი სეირნობს.
პირველი ოჯახური გამოჩენისთვის ემილიმ ყოველდღიური, საკმაოდ მარტივი სტილი შეარჩია და ჯინსის შარვალს და კლასიკურ პიჯაკს Reebok-ის თეთრი კედები შეუხამა
Off-White & Green Club C 85 Vintage Sneakers
პიპა მიდლტონი
კემბრიჯის ჰერცოგინიას და - პიპა მიდლტონი დედა მეორედ რამდენიმე კვირის წინ გახდა. პიპას ქალიშვილი გრეის ელისაბედ ჯეინი შეეძინა, დედა-შვილმა პირველი საჯარო გამოჩენისთვის ლონდონის ქუჩები შეარჩია და პაპარაცების ობიექტივშიც უმალვე მოხვდა.
პიპამ გასეირნებისთვის Hobbs-ის საშუალო სიგრძის კაბა, თრენჩ მოსაცმელი და Jimmy Choo-ს ფეხსაცმელები მოირგო.
PETITE ALISON DRESS