ჯიჯი ჰადიდმა 30 წლის იუბილე ნიუ-იორკში ვარსკვლავურ წრეში აღნიშნა
ჯიჯი ჰადიდმა 30 წლის იუბილე ნიუ-იორკში ბრედლი კუპერთან და ვარსკვლავურ სტუმრებთან ერთად აღნიშნა.
უკვე ოფიციალურად: სტორმი ვებსტერი უფროსი და იქნება! კაილი ჯენერისა და ტრევის სკოტის პირველი ქალიშვილის დაბადების შემდეგ, წყვილი მეორე ბავშვს ელოდება. სიახლე ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ ტაბლოიდებში გავრცელდა, თუმცა კაილიმ ოჯახის მატების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ახლა, Instagram-ის ემოციური პოსტის საშუალებით გაგვიზიარა.
კაილიმ წუთ ნახევრიანი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ოჯახის ახალი წევრის მატებით განცდილი სიხარულისა და ბედნიერების წუთებს ასახავს. ვიდეორგოლში კაილი, ტრევისი და მათი ქალიშვილი სტორმი ერთად მიდიან პატარას გულისცემის მოსასმენად. სიახლეს პირველად ჯენერი სტორმის დახმარებით დედას - კრის ჯენერს უზიარებს, შემდეგ კი მთელს ოჯახს სადღესასწაულო ვახშამზე.
კაილი ჯენერისა და ტრევის სკოტის პირველი შვილი - სტორმი ვებსტერი 2018 წლის თებერვალში მოევლინა სამყაროს. სტორმის გაჩენიდან 1 წლის შემდეგ წყვილი დროებით დაშორდა ერთმანეთს, თუმცა კაილიმ და სკოტმა ერთმანეთთან დასაბრუნებელი გზა მაინც იპოვეს და ახლა ისინი უფრო დიდი ოჯახის შენებას იწყებენ ერთად.