ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალშია
„წაგება არ იქნება“! ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს მაისურით ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვიხილავთ.
პოპულარული ამერიკული რეალითი შოუს ვარსკვლავმა, კიმ კარდაშიანმა საკუთარ Instagram Story-ში საყვარელი ბრენდების პროდუქტების ფოტოები გაგვიზიარა, რომელთა შორისაც ქართველი დიზაინერების ფეხსაცმელიც მოხვდა. ბრენდ MACH & MACH-ის მაღალქუსლიანი შავი ფეხსაცმელი, რომელსაც მბზინავი ბანტი და თვალისმომჭრელი ძვირფასი ქვები ამშვენებს, კიმის რჩეულ ნივთებს შორის მოხვდა და წარმოიდგინეთ, რომ ის კიმი 205 მილიონმა გამომწერმაც იხილა.
უკვე რამდენიმე წელია, დიზაინერებისა და დების, გვანცა და ნინო მაჭარაშვილების ბრენდი MACH & MACH-ი მსოფლიო დონის ვარსკვლავების ყურადღებასა და სიყვარულს იმსახურებს. ქართული ბრენდის კოსტუმში გამოწყობილმა ქეთი პერიმ, მუსიკალური ტურნე გახსნა, კაილი ჯენრემა და ჯიჯი ჰადიდმა MACH & MACH-ის სამოსში ნიუ-იორკის ქუჩებში გაიბრწყინეს, ქართული ბრენდის პროდუქცია თავად Vogue-ს ფურცლებზეც კი მოხვდა.
კიმ კარდაშიანის რჩეული ფეხსაცმელების შეძენა, როგორც MACH & MACH-ის შოურუმში, აგრეთვე ონლაინ საიტებზეც შეგიძლიათ.
Crystal-Embellished Satin Pumps