#კინო

ლედი გაგა NETFLIX-ის სერიალ WEDNESDAY-ის მეორე სეზონში გამოჩნდება

გაზიარება:

პოპვარსკვლავი და მსახიობი ლედი გაგა სერიალ Wednesday-ის მეორე სეზონში მიიღებს მონაწილეობას. სეზონი ორ ნაწილად გამოვა: პირველი ნაწილის ნახვა 6 აგვისტოდან, ხოლო მეორის 3 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი. ლედი გაგა მოწვეული მსახიობია, თუმცა მისი პერსონაჟის შესახებ დეტალები ჯერ არ გახმაურებულა.

lady gaga, Wednesday, უენსდეი, ლედი გაგა

სიახლე Netflix-ის ფანებისთვის განკუთვნილ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი, რომელიც ლოს-ანჯელესში გაიმართა. ლედი გაგამ სცენაზე Wednesday-ის თემატიკის პერფორმანსი დადგა. პოპ არტისტმა იმღერა Zombieboy თავისი ბოლო ალბომიდან Mayhem, ასევე Abracadabra და The Cramps-ის Goo Goo Muck-ზე დადგმული ქორეოგრაფიაც შეასრულა.

ლედი გაგა, ჯენა ორტეგა, უენსდეის მეორე სეზონი, Jenna Ortega, Lady Gaga, Wednesday second season

ლედი გაგასა და სერიალს შორის კავშირი ჯერ კიდევ პირველ სეზონში გაჩნდა, მას შემდეგ, რაც ჯენა ორტეგას გმირის ცეკვა ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. ამ ცეკვის ერთ-ერთ პოპულარულ რემიქსში ლედი გაგას სიმღერა Bloody Mary იყო გამოყენებული. 

Jenna Ortega, ჯენა ორტეგა, უენსდეი ადამსი, Wednesday

ამ სიახლესთან ერთად, Netflix-მა ასევე გამოაქვეყნა მეორე სეზონის პირველი 6 წუთიც, სადაც ჩანს, რომ უენსდეი სერიულ მკვლელს სარდაფში ჰყავს გამოკეტილი.

რაც შეეხება ლედი გაგას, მისი სამსახიობო კარიერა მუსიკალურზე არანაკლებ მდიდარია. ის ბრედლი კუპერთან ერთად მონაწილეობდა ოსკაროსან ფილმში A Star Is Born, გაგა ასევე ვიხილეთ Joker: Folie à Deux-ში, House of Gucci-ში და სერიალ American Horror Story-ში. მალე კი Netflix-ის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შოუში ვიხილავთ.

Wednesday-ის პირველი სეზონი 2022 წელს გამოვიდა და მაშინვე Netflix-ის ისტორიაში ყველაზე პოპულარულ ინგლისურენოვან სერიალად იქცა. ლედი გაგას გამოჩენა კი, სერიალის მეორე სეზონს კიდევ უფრო გამორჩეულს გახდის და მას ზაფხულის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრემიერად აქცევს.

ზევით