ჯიჯი ჰადიდმა 30 წლის იუბილე ნიუ-იორკში ვარსკვლავურ წრეში აღნიშნა
ჯიჯი ჰადიდმა 30 წლის იუბილე ნიუ-იორკში ბრედლი კუპერთან და ვარსკვლავურ სტუმრებთან ერთად აღნიშნა.
Emily in Paris-ის მსახიობი ლილი კოლინსი და მისი ერთადერთი და განუმეორებელი რჩეული ჩარლი მაკდაუელი, კოლორადოში გასულ უქმეებზე საიდუმლოდ დაქორწრინდნენ. თუმცა, საიდუმლო ქორწილის შესახებ ინფორმაციას თავად ლილი Instagram-ის მეშვეობით გვამცნობს და თვალისმომჭრელ საქორწინო ფოტოებსაც გვიზიარებს.
ულამაზესმა პატარძალმა Ralph Lauren-ის სადედოფლო კაბა მოირგო, დახურული ყელით, გრძელი ხელებითა და მაქმანებით გაწყობილი, ჩარლის კი კლასიკური შავ კოსტუმი ამშვენებდა.
არასოდეს მნდომებია ვყოფილიყავი ვიღაცისთვის ვიღაც, როგორც ამას შენთან ვგრძნობ... 4 სექტემბერს ჩვენ ერთმანეთის მარადისობას დავპირდით. უსაზღვროდ მიყვარხარ - დაწერა ლილიმ პოსტის აღწერაში.
ლილი კოლინსი და ჩარლი მაკდაუელი გასული ერთი წლის მანძილზე დანიშნულები იყვნენ, ჩარლიმ საყვარელ ქალს ხელი პანდემიის პერიოდში, მოგზაურობის დროს თხოვა.