ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალშია
„წაგება არ იქნება“! ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს მაისურით ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვიხილავთ.
მენდი მური და ტეილორ გოლდსმიტი ოფიციალურად მშობლები არიან. This Is Us-ის მსახიობი პირველად გახდა დედა, მენდიმ სოციალურ ქსელში ახალდაბადებულის ფოტოსურათი გამოაქვეყნა და მისი სქესი და სახელიც კი გაგვიმხილა. მენდისა და ტეილორს ბიჭი შეეძინათ და მას ავგუსტ ჰარისონ გოლდსმიტი დაარქვეს.
გასი აქ არის. ის საოცრად პუნქტუალური აღმოჩნდა და ზუსტად იმ დღეს დაიბადა, როდესაც მას ველოდით. ჩვენ სიყვარულისთვის მზად ვიყავით, თუმცა ის რასაც ახლა განვიცდით ყველანაირ საზღვრებს სცდება
მენდი მურს სერიალ This Is Us-ში დედის ამპლუაში იმდენად ხშირად ვხედავთ, რომ ცოტა ძნელი დასაჯერებელიც კი არის ის ფაქტი, რომ რეალურ ცხოვრებაში მას პირველი შვილი გაუჩნდა. როგორც მენდიმ Romper-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, მას დაორსულების მცირე პრობლემებიც ჰქონდა, თუმცა ყველაფერი წარსულში დარჩა და ახლა ის და ტეილორი ჯანმრთელი ბიჭის მშობლები არიან.
შეგახსენებთ, მენდი მური და ტეილორ გოლდსმიტი რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგ 2018 წელს, დაოჯახდნენ და მოკრძალებული, თუმცა ულამაზესი ქორწილიც გადაიხადეს.