თბილისში ახალი სილამაზის სივრცე გაიხსნა
თბილისში ახალი ბიუთი სივრცე Beauty Studio by Kani გაიხსნა. ამ სივრცეში თავის მოვლის მრავალფეროვანი პროცედურების ჩატარებაა შესაძლებელი.
ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ „ოქროს გლობუსის“ რიგით 79-ე დაჯილდოების ცერემონია პომპეზურობის გარეშე ჩაივლის. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიების ლოკაცია უცვლელია, ის კვლავინდებურად ლოს-ანჯელესში, Beverly Hilton Hotel-ში გაიმართება. თუმცა, ამჯერად არც ტელევიზიით გადაიცემა პირდაპირ ეთერში; მეტიც, „ოქროს გლობუსი“ მაყურებლებისა და წითელი ხალიჩის გარეშეც ჩაივლის.
ღონისძიების ორგანიზატორებმა განახევრებული ღონისძიების ჩატარების ნაცვლად, წელს მისი მთლიანად გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს და ამის მიზეზად COVID 19-ის ახალი შტამის სწრაფად გავრცელებას ასახელებენ.
ჯანმრთელობა და უსაფრთხოება HFPA-ს მთავარ პრიორიტეტად რჩება. 9 იანვარს არ გვეყოლება აუდიტორია, შერჩეული წევრებისთვის კი მიღებულია განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
თუმცა 2022 წლის „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონიის გაუქმებას, COVID 19-ის გარდა, ღონისძიების გარშემო ატეხილ კრიტიკასაც უკავშირებენ. ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია კრიტიკის ქარ-ცეცხლში მას შემდეგ მოექცა, რაც ასოციაციას ბრალი მრავალფეროვნების არქონისთვის დასდეს და განუცხადეს, რომ მათ რიგებში მხოლოდ თეთრკანიანი ადამიანები იმყოფებიან.
უკანასკნელი 8 თვის განმავლობაში, HFPA-მ მთლიანად გადახედა მის შიდაგანაწესს და განახორციელა ძირეული ცვლილებები ისეთი საკითხების მიმართ, როგორებიცაა: ეთიკა და ქცევის კოდექსი, მრავალფეროვნება, თანასწორობა და ინკლუზიურობა - ნათქვამია HFPA-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „ოქროს გლობუსის“ რიგით 79-ე დაჯილდოების ცერემონია 9 იანვარს გაიმართება. როგორც დეკემბერში ჩვენთვის ცნობილი გახდა, 2022 წლის ნომინანტთა შორის, ფილმების კატეგორიაში The Power of the Dog და Belfast ლიდერობდნენ. HBO-ს ახალმა სერიალმა, Succession-მა კი ტელესერიალების კატეგორიაში ყველაზე მეტი - 5 ნომინაცია მოიპოვა; მას 4 ნომინაციით Ted Lasso და The Morning Show მიჰყვებიან.