თბილისში ახალი სილამაზის სივრცე გაიხსნა
თბილისში ახალი ბიუთი სივრცე Beauty Studio by Kani გაიხსნა. ამ სივრცეში თავის მოვლის მრავალფეროვანი პროცედურების ჩატარებაა შესაძლებელი.
მსახიობი მარგო რობი და მისი პარტნიორი, პროდიუსერი ტომ აკერლი, ორ კონტინეტსა და ორ ქვეყანაში ცხოვრობენ - წყვილი ხან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხანაც დიდ ბრიტანეთში იმყოფება. ბუნებრივია, მარგოსა და ტომს საცხოვრებელი სახლები ორივე მათგანში მოეპოვებათ, თანაც რამდენიმე.
მხოლოდ ლოს-ანჯელესში, წყვილის საკუთრებაში 3 სახლია: სახლი ფეშენებელურ რაიონ ჰენკოკ პარკში, რომლის ღირებულება 2.7 მილიონია, აგრეთვე საკუთრება Venice Beach-ზე, შეფასებული 5 მილიონ დოლარად და ბოლოს მყუდრო ვილა 1.1 მილიონად.
სხვა ცნობილი ადამიანების სასახლეებისგან განსხვავებით, ეს მყუდრო საცხოვრებელი 1951 წელს 88 კვადრატულ მეტრზე აშენდა. რასაკვირველია, სახლში სულ რამდენიმე ოთახი - ორი საძინებელი, თითოულ მათგანს აქვს გასასვლელი ბაღში, ერთი სააბაზანო, სამზარეულო და მისაღებია განთავსებული.
თეთრი კედლები, დიდი რაოდენობით ხის ფაქტურა, ბუნებრივი გამწვანება, საყვარელი ეზო და ტერასა, რომლიდანაც მშვენიერი ხედი იშლება - ეს ბუნგალო, მარგომ და ტომმა 2018 წელს შეიძინეს, მას შემდეგ ოსკაროსანმა მსახიობმა სახლში ბევრი დეტალი შეცვალა და ის უფრო მარგოსეული გახადა.