ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალშია
„წაგება არ იქნება“! ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს მაისურით ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვიხილავთ.
ქართველი მოდელი თათია ახალაია, ცნობილი იტალიური ბრენდის The Attico-ს 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციას წარადგენს. ახალი კოლექციის ფოტოები ბრენდის წარმომადგენლება ოფიციალურ Instagram გვერდზე გაავრცელეს.
თათია ახალაიამ ბრენდის არა ერთი ლუქი მოირგო, მათ შორის პასტელური იასამნისფერი ფერის სამოსი ჭარბობდა, რომელიც ამ სეზონის ფავორიტ ფერად, ცნობილმა ადამიანებმა უკვე აქციეს. გარდა პასტელური ფერებისა, The Attico-ს გაზაფხული/ზაფხულის სეზონს ნეილონის პანამა ქუდები, მაღალწელიანი შარვლები, ფერადი სანდლები და ასიმეტრიული კაბები ამშვენებს.
ვცდილობ არასდროს დავკარგო ჩემი თავი, ვიყო ინდივიდუალური და საინტერესო. არასდროს ვიძაბები და ვნერვიულობ იმაზე ,რაც ჩემზე დამოკიდებული არ არის
თათია ახალაია ქართველებისთვის, მოდის სამყაროში სიამაყის პირველი საბაბი გახლდათ, გოგონამ, რომლისთვისაც მოდელობა ოცნება არასოდეს ყოფილა, შეძლო და პირადად გაიცნო დოლჩე და გაბანა, რასაკვირველია გამოვიდა მათ ჩვენებებში, მონაწილეობა მიიღო პარიზულ, მინლანურ თუ ნიუ-იორკულ მოდის კვირეულებში და თავი საოცარი ქარიზმატულობით, ინდივიდუალიზმითა და პირდაპირობით დაგვამახსოვრა.