ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალშია
„წაგება არ იქნება“! ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს მაისურით ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვიხილავთ.
მსოფლიოს სამოდელო სფეროში, კიდევ ერთი ქართველი მოდელი, ზინი ქაჯაია, კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. ახალგაზრდა მოდელი დღეს, მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ Emporio Armani-ს ჩვენებას გახსნის. სიახლეს, ზინის ამ უდიდესი წარმატების შესახებ, Look Modéls Managemént-ის სულისჩამდგმელი და გოგონას პირველი სააგენტო კომპანიის მფლობელი ნინო ცქიტიშვილი Facebook-ზე გვიზიარებს.
Lookmodels-ის რიგით მეორე მოდელი დღეს მილანის მოდის კვირეულზე Emporio Armani -ის ჩვენებას გახსნის. Giorgio Armani თაკოს შემდეგ კიდევ ერთი ქართველი მოდელით მოიხიბლა.
თაკო ნაცვლიშვილის შემდეგ, ზინი ქაჯაიას ერგო იმ უდიდესი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების პატივი, რასაც Emporio Armani-ს ჩვენების გახსნა ეწოდება. როგორც, ნინო ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში გვატყობინებს, ზინიმ სამი ლუქი მოირგო და სულ მალე ჩვენთვის უახლესი კადრები იქნება ხელმისაწვდომი ჩვენებიდან.
შეგახსენებთ, რომ ზინი ქაჯაიამ გასულ წელს კონტრაქტი ლიდერ სამოდელო სააგენტო Dmanagement group-თან გააფორმა, რომელიც თავად ნაომი კემპბელის, კარლა ბრუნის, მონიკა ბელუჩის, ჰეიდი კლუმის, ჰელენა კრისტენსენის და სხვა ტოპ მოდელების სააგენტო გახლდათ.