JACQUEMUS-ის საიუბილეო ჩვენება და მაღაზიის გახსნა კაპრიზე
#მოდაფრანგი დიზაინერი, რომელიც მზიანი ხმელთაშუა ზღვის ესთეტიკაზეა შეყვარებული, 15 წლის საიუბილეო ჩვენებას კაპრიზე, Casa Malaparte-ში გამართავს, ერთი კვირით ადრე კი იტალიის კუნძულზე ახალი მაღაზიაც გახსნა. ჟაკმუსმა არაერთხელ დაგვამახსოვრა თავი მოდის, გასაოცარი არქიტექტურისა და ბუნების სინთეზით, გამონაკლისი კი არც აღნიშნული მაღაზია და 10 ივნისს გამართული ჩვენება იქნება.