Tbilisi Art Fair დღეიდან ბრუნდება

Tbilisi Art Fair დღეიდან ბრუნდება

უკვე მეოთხე წელია, რაც ქართველი, თუ უცხოელი არტისტების გამორჩეული ნამუშევრები Tbilisi Art Fair-ზე იყრის თავს. რეგიონის ყველაზე მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა ევროპისა და აზიის არაერთ გალერეასა და დამოუკიდებელ მხატვართან თანამშრომლობს. ხელოვნების ბაზრობას წელსაც ExpoGeorgia-ს საგამოფენო სივრცე უმასპინძლებს და მისი დათვალიერება 11-დან 14 აპრილის ჩათვლით შეგეძლებათ.

პარლამენტი გენდერულ კვოტირებას აუქმებს

პარლამენტი გენდერულ კვოტირებას აუქმებს

3 აპრილს, პარლამენტის სხდომაზე გენდერული კვოტირება გააუქმეს. ოპოზიციური პარტია, "გირჩის" ინიციატივას 82 მომხრე და 15 წინააღმდეგი ჰყავდა. მეათე მოწვევის პარლამენტმა, რომელიც 136 კაცისა და 38 ქალისგან შედგება, გადაწყვიტა, რომ კვოტირება ქვეყნის დღის წესრიგში აღარ დგას და გენდერული ბალანსიც მიღწეულია. რამდენად შეესაბამება ეს რეალობას, სადავო საკითხია.

Biba: საკულტო მაღაზია 60-იანების ლონდონში

Biba: საკულტო მაღაზია 60-იანების ლონდონში

დღევანდელი სტატიის მთავარი გმირი მაღაზიაა, რომელიც 1960-იან წლებში მოდის ცენტრად, A-lister-ების მთავარ თავშეყრის ადგილად და ინტერიერის დიზაინის ეტალონად ჩამოყალიბდა. სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი განსაკუთრებული სივრცე რესტორანი სახელად “The Rainbow Room” გახლდათ, რომელიც ყოველდღიურად ისეთი ცნობილი სახეებისთვის თავშეყრის ადგილი ხდებოდა, როგორებიც The Beatles-ის წევრები, David Bowie, ან თუნდაც Annie Lennox იყვნენ.

"საბჭოთა მეხსიერებიდან 9 აპრილამდე" - გამოფენა საბჭოთა საქართველოს რეალობაზე

"საბჭოთა მეხსიერებიდან 9 აპრილამდე" - გამოფენა საბჭოთა საქართველოს რეალობაზე

გამოფენა სახელწოდებით “საბჭოთა მეხსიერებიდან 9 აპრილამდე” 11 მხატვრის შემოქმედებას ასახავს. მათი ნამუშევრები საბჭოთა ეპოქის სხვადასხვა პერიოდს ეხმიანება და იმდროინდელ საქართველოში ერთგვარ პროტესტის ფორმას წარმოადგენდა. მათ ტილოებზე ასახულია რეალობა, რომლის განუყოფელი ნაწილიც გაუთავებელი რეპრესიები, სსრკ-ს ტოტალიტარული რეჟიმის შედეგები და ხალხის პროტესტი იყო. ექსპოზიციის მთავარი მიზანი საბჭოთა მემკვიდრეობაზე საუბარი და პოსტ-საბჭოთა ეპოქის უკეთესად დანახვაა.

შექსპირის პიესის ახალი ვერსია - როგორია რომეოსა და ჯულიეტას სიყვარული 21-ე საუკუნეში?!

შექსპირის პიესის ახალი ვერსია - როგორია რომეოსა და ჯულიეტას სიყვარული 21-ე საუკუნეში?!

რომეო და ჯულიეტა, ორი დიდი გვარის, მონტეგებისა და კაპულეტების დაპირისპირებებში გახვეული წყვილია. შექსპირის ეს ორი პერსონაჟი საუკუნეებია რაც მარადიული და დამანგრეველი სიყვარულის სიმბოლოა. მაისის ბოლოს, ლონდონის თეატრში, ჯეიმი ლოიდი უკვდავ პიესას დადგამს, რომლის მთავარი როლის შემსრულებლებიც უკვე ცნობილია.

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ევრო 2024 -ზე

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ევრო 2024 -ზე

გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს.

10 საუკეთესო შრატი ჰიალურონის შემცველობით

10 საუკეთესო შრატი ჰიალურონის შემცველობით

კანის მოვლის ექსპერტობა სულაც არ არის საჭირო იმისთვის, რომ ჰიალურონის მჟავის შესახებ იცოდეთ. ინგრედიენტმა იმხელა პოპულარობა მოიპოვა, რომ დღეს უამრავ პროდუქტზე შეგვიძლია მისი სახელის ამოკითხვა. მიუხედავად იმისა, რომ ცნობადობა მხოლოდ ბოლო წლებში მოიპოვა, ჰიალურონის მჟავა, მისი სასწაულმოქმედი ძალების გამო, ათწლეულებია კანის მოვლის პროდუქტების განუყოფელი ნაწილია. ამჯერად ჩვენი გუნდი TOP 10 სახის შრატს შემოგთავაზებთ, რომლებიც ჰიალურონის მჟავაზეა დაფუძნებული.

2024 წლის ტოპ 10 კრიპტოვალუტა

2024 წლის ტოპ 10 კრიპტოვალუტა

კრიპტოვალუტა არც ისე დიდი ხანია, რაც ჩვენს ყოველდღიურობაში გამოჩნდა. ბევრი მას ეჭვის თვალითაც უყურებდა, თუმცა დღეს უკვე ვთანხმდებით, რომ დაცული, უსაფრთხო კრიპტო მონეტების შეძენა თავისუფლადაა შესაძლებელი. The Diary აპრილის თვის 10 საუკუეთესო კრიპტო ვალუტას გთავაზობთ, რომელთა შეძენაც ახლავე შეგიძლიათ.

გოგონა განსაკუთრებული ღიმილით - ვინ არის სალომე ტოშკუა?

გოგონა განსაკუთრებული ღიმილით - ვინ არის სალომე ტოშკუა?

თანამედროვე ეპოქაში სოციალური მედია ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ყველას გვყავს საყვარელი ინფლუენსერები, ტიკ-ტოკერები და ხშირად მათი ყოველდღიური ცხოვრებით ვიქცევთ თავს. ჩემი არ იყოს, რჩეული ინფლუენსერების ცხოვრების შესახებ მეტის გაგება ბევრს გენდომებათ. საინტერესოა რა ხდება მაშინ, როდესაც მათი ტელეფონის კამერა ჩართული არაა. დღეს გვინდა ის ადამიანი გაგაცნოთ, რომლის ვიდეოებიც განსაკუთრებული "სინამდვილით" და დადებითი ენერგეტიკით გამოირჩევა. The Diary ამჯერად სალომე ტოშკუას ტიკ-ტოკს მიღმა გაგაცნობთ.

50 წელი ABBA-ს ევროვიზიის გამარჯვებიდან

50 წელი ABBA-ს ევროვიზიის გამარჯვებიდან

მუსიკალური ჯგუფი, რომლის სიმღერებიც ყველა თაობის წამომადგენელმა ზეპირად იცის, მნიშვნელოვან თარიღს აღნიშნავს. უკვე 50 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ABBA ევროვიზიის კონკურსის გამარჯვებული გახდა. შვედურმა კვარტეტმა 1974 წლის აპრილში, ბრაიტონში გამართულ ევროვიზიაზე პირველი ადგილი სიმღერით “Waterloo” მოიპოვა. ნახევარი საუკუნის შემდეგ კი მსოფლიო შვედური ჯგუფის წარმატებას კვლავ ზეიმობს.

ზევით