A MAN AND A WOMAN - ბრედ პიტი და პენელოპა კრუზი შანელის ახალ სარეკლამო რგოლში
#კინოპარიზის მოდის კვირეული შანელის ჩვენებით დაიხურა, ხოლო უშუალოდ შოუ ბრეტ პიტისა და პენელოპა კრუზის მონაწილეობით გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმით გაიხსნა.
პარიზის მოდის კვირეული შანელის ჩვენებით დაიხურა, ხოლო უშუალოდ შოუ ბრეტ პიტისა და პენელოპა კრუზის მონაწილეობით გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმით გაიხსნა.
არიზის მოდის კვირეულზე, Coperni-ის ჩვენებაზე ჩანთა ლეონ დეიმმა წარადგინა. მთავარი დეტალი, რომელიც ჩანთას უცნაურსა და საინტერესოს ხდის, მისი შემადგენლობა და დამზადების ტექნიკაა, რომელიც ბრენდმა ხალხს ინსტაგრამ პოსტით თავად გაანდო.
გაზაფხულის სეზონი ყოველთვის სიურპრიზებით გამოირჩევა. ხანდახან გვიჭირს განვსაზღვროთ, რა ჩავიცვათ, რადგან დღის განმავლობაში ამინდი ხშირად იცვლება. The Diary-ის რედაქცია ამჯერად გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის მოსამზადებლად რამდენიმე ხრიკს გაგიზიარებთ.
იცოდით, რომ არსებობს რამდენიმე ნივთი, რომელთა შეტანაც მოდის კვირეულის ჩვენებებზე მკაცრად აკრძალულია, მათ შორისაა გაყინული ნივთები და ჭურჭელი, The Row-სთვის ამ ნივთების სიას მობილური ტელეფონი და კამერაც შეემატა. 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონისთვის, მერი-ქეით და ეშლი ოლსენებმა, ჩვენებაზე გადაღება და მათი სოციალურ ქსელში განთავსება აკრძალეს, რითაც, The Row-ის შოუ, პარიზისკენ მიპყრობილი მილიონობით მაყურებლის თვალთახედვიტ მიღმა დატოვეს.
კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოებაზე ჰოლივუდის ფეშენისტა მსახიობები მაღალი მოდის სამოსით იწონებდნენ თავს. SAG Awards-ის სტუმრები წითელ ხალიჩაზე დახვეწილი, ნატიფი სამოსით იყვნენ წარმოდგენილი. რაც შეეხება მერილ სტრიპს, კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოებაზე ეშმაკს ნამდვილად ემოსა პრადა!
მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში მოდური ზეიმი გრძელდება. კვირეულის რიგით მეორე დღეს, Prada-მ, მიუჩია პრადას და რაფ საიმონსის ხელმძღვანელობით, მოდის წარსული ეპოქების კოლექტიურ მეხსიერებაში ჩაგვახედა და წარსული, აწმყო და მომავალი რომანტიკული პერცეფციის პრიზმიდან დაგვანახა.
ნიუ-იორკის და ლონდონის შემდეგ, მოდის კვირეულის ციებ-ცხელებამ მილანში გადაინაცვლა. მილანის მოდის კვირეულის პირველ დღეებს ჰყავდა საკუთარი რჩეულები: Diesel, Fendi, Roberto Cavalli, Etro... ჩვენს პირად ფავორიტად კი ეს უკანასკნელი იქცა. Etro-ს 2024/2025 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია, სახელწოდებით Etro Act გახლდათ სარტორული ოდისეა, რომელიც წარსულს აწმყოსთან აკავშირებდა და აყალიბებდა ნარატივს, რომელიც უძველესი ეპოსებიდან, თანამედროვე მოდურ პოდიუმამდე გაგრძელდა.
ლონდონი, რამდენიმედღიანმა ქაოსმა მოიცვა, ჰოლივუდის A-lister-ები და მოდის ინსაიდერები, ქალაქში ერთდროულად გამოჩნდნენ. სანამ კინოვარსკვლავები Baftas - ბრიტანეთის კინოაკადეემის დაჯილდოებაზე დასასწრებად მიემართებოდნენ, მოდის თაყვანისმცემლები ლონდონის მოდის კვირეულის დატვირთულ გრაფიკს უბამდნენ ნებიჯებს.
ნიუ-იორკის მოდის კვირეული, ამერიკული მოდის ოსტატი შოუმენის ტომ ბრაუნის ჩვენებით დაიხურა. პოდიუმზე თოვლის საფარით, ზამთრის პეიზაჟებითა და ედგარ ალან პოს გოთიკური ნაწარმოების "ყორნის" შთაგონებით, მოდის სამყაროს საუკეთესო მთხრობელმა, კიდევ ერთი საოცარი სპექტაკლის დადგმა მოახერხა.
სატალევიზიო ვარსკვლავმა და დიზაინერმა, კრისტიან სირიანომ იცის, როგორ მოაწყოს ნამდვილი შოუ. დიზაინერი აღნიშნავს, რომ მას სურდა ხალხი ნამდვილ სანახაობაზე მოეწვია, თითქოს თეატრში იმყოფებოდნენ და მათ სული შეკრთომოდათ კოლექციის ნახვისას. „ნიუ-იორკის მოდის კვირეულს უჭირს ადამიანების სხვა რეალობაში გადაყვანა“, - აღნიშნა სირიანომ.