მოდური ფანტაზიის ისტორია ემა სტოუნის POOR THINGS-ის კოსტიუმებს მიღმა
#კინოვენეციის კინოფესტივალზე იორგოს ლანთიმოსის Poor Things პრემიერის წუთიდან მოყოლებული იქცა ფილმად, რომლის ნახვაც ყველას სურს და რომლის შესახებ საუბარი არა და არ წყდება. ზრდასრული ქალის სხეულში გამომწყვდეული ბავშვის, ბელა ბაქსტერის (ემა სტოუნი) უცნაური ამბავი, პროტაგონისტის ტრანსფორმაციულ მოგზაურობაზე გვიამბობს, რომელიც რეალური სამყაროს საოცრებებითა და საშინელებითაა სავსე.