დეკემბერი ყოველთვის გამოირჩეოდა წელიწადის ყველაზე გახმაურებული პრემიერებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს პერიოდი, ძირითადად საახალწლო სამზადისთან და სადღესასწაულო განწყობის შემქმნელ ფილმებთანაა დაკავშირებული, წელიწადის მიწურულს მაინც გამოირევა ხოლმე შემონახული კინოპროდუქტები, რომლებსაც მთელი წელი ველოდებოდით. 2023 წლის დეკემბერიც არ ჩამორჩება ტრადიციას და პრემიერებით ნამდვილად გამორჩეულია.
Eileen
Laby MacBeth-ის რეჟისორის ფსიქოლოგიური თრილერი Eileen, ოტესა მოშფეგის ამავე სახელწოდების წიგნზეა დაფუძნებული. თომასინ მაკენზის სტილში გადაღებული ეკრანიზაცია, ახალგაზრდა გოგოს აილინის ისტორიას მიყვება, რომელიც ციხეში მუშაობს. აილინის ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც მის ცხოვრებაში მისტიკური რებეკა (ენ ჰეთეუეი) ჩნდება. დაძაბული და საინტერესო Eileen ეკრანებზე 8 დეკემბრიდან გამოჩნდება.
Leave The World Behind
თრილერის ჟანრის კიდევ ერთი ეკრანიზაცია Leave The World Behind, Netflix-ზე ასევე 8 დეკემბერს გამოჩნდება. მჟაფრსიუჟეტიან ფილმში მთავარ როლებს ჯულია რობერტსი, ეთან ჰოუკი, მაჰერშალა ალი და მიჰალა ჰეროლდი ასრულებენ. ამერიკი შეერთებულ შტატებში მასობრივი კიბერშეტევის შემდეგ, ფილმის მთავარი გმირები ცდილობენ გადარჩნენ იმ უცხო რეალობაში, რომელშიც აღმოჩნდნენ.
The Crown
შვიდი წლისა და ექვსი სეზონის შემდეგ, The Crown დასასრულს მიუახლოვდა. მე-6 სეზონის მეორე ნაწილი Netflix-ზე 14 დეკემბერს გამოვა. პერიოდის დრამა სამეფო ოჯახის უახლოეს წარსულს და ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მონარქების ცხოვრებაში მომხდარ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს გააერთიანებს.
Wonka
რეჟისორი პოლ კინგი ხელახლა გვიამბობს როალდ დალის კლასიკურ ისტორიას ჩარლისა და შოკოლადის ქარხნის შესახებ. ყველასათვის საყვარელი წიგნი არა ერთხელ გაცოცხლდა ეკრანზე, თუმცა მოსალოდნელია, რომ მისი უახლესი ეკრანიზაცია, მთავარ როლში ტიმოთი შალამეს მონაწილეობით, ხელახლა განსაზღვრავს Wonka-ს. ამ მოსაზრების ჭეშმარიტებაში დარწმუნებაშ 15 დეკემბრიდან შევძლებთ.
Anyone But You
სიდნის სვინისა და გლენ პაულის გახმაურებული რომანტიკული კომედია, ჯერ კიდევ გადასაღებ მოედანზევე მოექცა ყურადღების ცენტრში. დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, მტრობიდან სიყვარულამდე გადადგმულ ნაბიჯებს, რეჟისორ უილ გლუკის ფილმში, 22 დეკემბრიდან ვიხილავთ.
The Iron Claw
22 დეკემბრიდან, A24 დიდ ეკრანებზე ფონ ერიხის მოჭიდავეთა ოჯახის ნამდვილ ისტორიას გააცოცხლებს, რომლებმაც 1980-იან წლებში დიდი პოპულარობა მოიპოვეს. მამის მიერ გაწვრთნილი ძმები, მთავარ როლებში ზაკ ეფრონის, ჯერემი ალენ უაიტისა და ჰარის დიკინსონის მონაწილეობით, ჭიდაობის ისტორიაში ყველაზე გავლენიან ფიგურებად იქცნენ. სიუჟეტი მოგვითხრობს ძმების ერთი მეორისა და სპორტის მიმართ ერთგულების ისტორიას, ინტენსიური ვარჯიშისა და ტრაგედიის ფონზე.
Ferrari
კინოთეატრში ადგილის დაკავებისას დარწმუნდით რომ თქვენი წარმოსახვითი უსაფრთხოების ღვედი შეიკრათ, რადგან წინ დიდი ამბები გელოდებათ. Ferrari სახიფათო რბოლის ფონზე, ენცო ფერარის კომპანიის დაცემის შესახებ მოგვითხრობს. ეს ეკრანიზაცია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფილმი მანქანებზე, ამაზე არა მხოლოდ ისტორია, არამედ სამსახიობო შემადგენლობაც მეტყველებს, რომელიც ადამ დრაივერს, შეილინ ვუდლის, პენელოპე კრუზსა და პატრიკ დემპსის აერთიანებს.
ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს ჩენინგ ტატუმი და ნაომი აკი ასრულებენ, აგვისტოში გამოვიდა, თუმცა პოპულარობა P. Diddy-ს სკანდალის ფონზე მოიპოვა. სოციალურ ქსელებში რეპერსა და ჩენინგ ტატუმის პერსონაჟ, სლეითერ კინგს შორის ავლებენ პარალელს.
გოგონებო, პრინცესას კაბები მოამზადეთ, დედოფალი მია თერმოპოლისი მალე ისევ ეწვევა თავის სამეფოს. უკვე დიდი ხანია ვიცით, „პრინცესას დღიურები“ ტრილოგიით ბრუნდება, თუმცა არ იყო ცნობილი ვიხილავდით თუ არა მასში ენ ჰეთევეის. რამდენიმე დღის წინ კი, მსახიობმა თავად გაგვიზიარა ემოციები მესამე ნაწილში მონაწილეობის შესახებ.
რომან დოლიძისა და კევინ ჰოლანდის ბრძოლა მხოლოდ ერთი რაუნდი გაგრძელდა, რადგან ჰოლანდმა ნეკნის დაზიანება მიიღო. გამარჯვების შემდეგ, რომანმა UFC-ის მიმართა, რომ შემდეგი ბრძოლა დეკემბერში სურს.