5 ქართული ფილმი, რომელსაც თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ველოდებით
#კინორიგით, 24-ე საერთაშორისო კინო ფესტივალზე 100-ზე მეტი ნამუშევრის ჩვენებაა დაგეგმილი, რომელიც ტრადიციისამებრ, სექციებშია გადანაწილებული. წლევანდელი ფესტივალის პროგრამა საოცრად დახუნძლული და მრავალფეროვანია. მხოლოდ „ქართული პანორამაში” 32 სრული და მოკლემეტრაჟიანი, მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმია გაერთიანებული.