მოგზაურობა

ახალი წლის მაგია ნიუ-იორკში

ახალი წლის მაგია ნიუ-იორკში

ახალი წლის ღამეს ტაიმს-სკვერზე მსოფლიოში ყველაზე ცნობილი საახალწლო ბურთის ვარდნის ცერემონიალი იმართება. მოედანზე 1 მილიონზე მეტი ადამიანი იყრის თავს არა მხოლოდ ბურთის საყურებლად, არამედ კარგი დროის გასატარებლად. აქ ამ დროს ცოცხალი მუსიკის კონცერტი და სხვა კულტურული ღონისძიებები იმართება.

დროში მოგზაურობა: 1950/60-იანი წლების პარიზი

დროში მოგზაურობა: 1950/60-იანი წლების პარიზი

მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საფრანგეთი და პარიზი, კულტურული აღორძინების ეპოქა, დასაბამი რაღაც ახლის და შესანიშნავის, რას იტყვით 1950/60-იანი წლების პარიზულ მოგზაურობაზე? გვერწმუნეთ, წინ დიდი სიამოვნება გელით.

„ჭამე, ილოცე, შეიყვარე“: კულინარიული მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო

„ჭამე, ილოცე, შეიყვარე“: კულინარიული მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო

ელიზაბეტ გილბერტის ბესტსელერად ქცეული ავტობიოგრაფიული რომანი „ჭამე, ილოცე, შეიყვარე“, მსოფლიოს გარშემო მოგზაური ქალის ისტორიას გვიამბობს, რომელსაც ერთი შეხედვით ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ ბედნიერი იყოს, თუმცა განა რა არის ბედნიერება თუ არა სულიერი ჰარმონია, რომელსაც ზოგჯერ ცხოვრების ჩახლართულ გზაზე ვკარგავთ და მისი ხელახლა აღმოჩენის სურვილით ვიწვით?

მილანში, მილანურად

მილანში, მილანურად

მოგზაურობის სურვილით შეპყრობილი ადამიანებისთვის ცხოვრების მამოძრავებელი ძალა მუდმივად ახლის ძიების პროცესში იმალება და რადგან თავს ერთ-ერთ მათგანად მეც მივიჩნევ, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს პროცესი ჩემი ცხოვრების ელექსირია. თუმცა, არსებობს კიდევ ერთი უცნაური ჩვევა, რომელიც მოგზაურებს აერთიანებთ და მას ერთ, ამოჩემებულ ქალაქში დაბრუნება და მასში განმეორებით ჩაძირვა ჰქვია.

„ამრა“ - თავისუფლების კუნძული სოხუმში

„ამრა“ - თავისუფლების კუნძული სოხუმში

რესტორანში „ამრა“ სოხუმის გამორჩეული მულტიკულტურული და მულტინაციონალური ხალხი იყრიდა თავს. პოეტები, მხატვრები და არამხოლოდ, მიირთმევდნენ ყავას, გაცვლიდნენ იდეებს და სოხუმის ბულვარში კამათელსაც გააგორებდნენ, „დუ-შაში“. სოხუმი იყო ურთიერთობები - ასე იტყვიან ხოლმე, „ამრა“ კი, ადგილი, სადაც ეს ურთიერთობები ყალიბდებოდა და ვითარდებოდა. „ამრას“ მდებარეობაც ხელსაყრელი იყო შემოქმედებითი ურთიერთობებისთვის. აქედან ქალაქი ხელისგულზე მოჩანდა და ირგვლივ ზღვა და ზღვაში მიმოფანტული ხომალდები და აფრიანი ნავები.

10 დაუჯერებელი სასტუმრო, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ესტუმროთ

10 დაუჯერებელი სასტუმრო, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ესტუმროთ

საუზმე ჟირაფებთან, პანორამული ხედი ხმელთაშუა ზღვაზე, ვახშამი აკვარიუმის ქვეშ ან სულაც ძილის წინ ცაზე გამოჩენილი ჩრდილოეთის ნათება, რომელიც გაგრძნობინებს, რომ სამყაროთა შორის ზღვარი უკვე დაკარგე და მნიშვნელობა ამ წუთის გარდა არაფერს აქვს. მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა არა ერთი საბაბით შეიძლება გავხადოთ დაუვიწყარი, თუმცა რას იტყვით სასტუმროებზე, რომლებიც ჩვენი მეხსიერებიდან არასდროს გაქრებიან?

ჯაზი და ღვინო კახური

ჯაზი და ღვინო კახური

შემოდგომა რომ ოფიციალურად კახეთს ეკუთვნის ამაზე ყველა ერთხმად ვთანმხდებით. კახური შემოდგომა ოქროს ოქსროფერია, ქარვისფერია და ქვევრისფერია და არაფერი ისე არ უხდება ამ დიდებულ კუთხეს, როგორც შემოდგომის მზე, ქვევრის ღვინო და ჯაზი, ჰო, ჰო არ მოგესმათ, ჯაზი!

დეტალებში ჩამალული სილამაზე  - ოდა თბილისს

დეტალებში ჩამალული სილამაზე - ოდა თბილისს

იმ წამს, როდესაც გაიფიქრებ, რომ თბილისის თითოეულ კუთხე-კუნჭულს იცნობ, ეს ქალაქის შენს გაოცებას, აღტაცებას და გაბედნიერებას აუცილებლად მოახერხებს. თბილისის თითოეული ქუჩა და სახლი ხომ მონუმენტური მნიშვნელობისაა, ისინი იმაზე მეტს იტევენ საკუთარ კედლებში, სადარბაზოებსა და ფასადებში, რამდენიც შესაძლოა არც მოსმენილი და არც წარმოდგენილი არ გვქონდეს.

15 ფილმი უიმედოდ დარჩენილი მოგზაურებისთვის

15 ფილმი უიმედოდ დარჩენილი მოგზაურებისთვის

მოგზაურობის წყურვილს და ახალი ჯადოსნური ქვეყნების აღმოჩენის დაუოკებელ სურვილს რით იკლავთ? სათავგადასავლო წიგნები და ფილმები ჩვენი ერთ-ერთი უპირობო გამოსავალია, მაშინ, როდესაც ჩვენი სამოგზაურო ჩანთის ჩალაგება და ახალ დაუვიწყარ მოგზაურობაში თავით-ფეხებამდე გადაშვება ყველაზე მეტად გვინდება, გამოსავალს სწორედ მწერლობასა და კინემატოგრაფიაში ვნახულობთ.

დროში მოგზაურობა - დაკარგული სამოთხე სახელად აფხაზეთი

დროში მოგზაურობა - დაკარგული სამოთხე სახელად აფხაზეთი

მოგონებები გარდასულ დღეთა თითქოს სიზმარს ჰგავს, მათთვისაც კი ვისაც აფხაზეთის მშვენიერება თვალით არასოდეს უნახავს და მათთვის, ვინც ღამღამობით დღემდე სტუმრობს მშობლიურ მხარეს, ჩაისუნთქავს შავი ზღვის სურნელს, ნაცნობ ქუჩებში ხეტიალით ბედნიერდება და 28 წლის წინ მიტოვებულ სახლ-კარს, ეზოს და დაუვიწყარ მოგონებებს კვლავინდებურად მოავლებს თვალს.

ზევით