GRAMMYS 2024: ტეილორ სვიფტის ისტორიული გამარჯვება და დაჯილდოების სხვა ტრიუმფატორები
#მუსიკამუსიკალური სამყაროს „ოსკარად“ წოდებულმა „გრემის“ 66-ე ყოველწლიურმა დაჯილდოებამ, 2022 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2023 წლის 15 სექტემბრამდე, საუკეთესო ჩანაწერების ავტორები, კომპოზიციები და შემსრულებლები გამოავლინა. გამარჯვებულები The Recording Academy-ის წევრების მიერ, 2024 წლის 4 თებერვალს შეირჩნენ. ხმისჩამწერი აკადემიის მუსიკალური ჯილდო წელს, 94 კატეგორიის გამარჯვებულებს გადაეცათ, რომელთა შორისაც იყვნენ საღამოს ტრიუმფატორები და ოთხი ყველაზე მნიშვნელოვანი ნომინაციის მფლობელებიც.