4 მაისს, 20:00ზე, კონსტიტუციის 6/52 ში, ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე, „ქოლგა თბილისი ფოტო" კვირეულის გახსნის ცერემონია გაიმართება. ფოტო კონკურსის გამარჯვებულებს ტრადიციულად საერთაშორისო ჟიური გამოავლენს, რომელთა შორისაც არიან: დინა ოგანოვა (საქართველო), თინა შელჰორნი (გერმანია), კრის სასპექტი (აშშ), იან ტე (მალაიზია) და ნათან დვირი (აშშ/ისრაელი).
გახსნის დღეს დასახელდებიან 2023 წლის ფოტოკონკურსის გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში:
დოკუმენტური სერია
რეპორტაჟი
კონცეპტუალური ფოტოპროექტი
ერთი კადრი
მობილური ერთი კადრი.
საპრიზო ფონდი 6000 დოლარია, პირველ სამ ნომინაციაში გამარჯვებულებს თითოეულს 1500-1500 დოლარი გადაეცემათ. საუკეთესო ერთი კადრის ნომინაციაში გამარჯვებულებს 1000, ხოლო მობილური ფოტო ნომინაციაში გამარჯვებულს - 500 დოლარი.
5 მაისიდან კი „ქოლგა თბილისი ფოტო" ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს, უფასო ვორქშოფებს, სემინარებსა და პორტფოლიოების განხილვებს უმასპინძლებს. საგანმანათლებლო ღონისძიებები ჩატარდება ფოტოექსპერტების, კურატორების და ფოტოგრაფების ხელმძღვანელობით. განათლების სექციის განვითარება „ქოლგა თბილისი ფოტოს" ფარგლებში ხაზს უსვამს ჩვენს ხედვას, რაც ფოტოხელოვნების, როგორც მედიის ერთ-ერთი ახალი ფორმის, კიდევ უფრო პოპულარიზაციასა და განვითარებას გულისხმობს საქართველოში.
„ქოლგა თბილისი ფოტო" 2002 წლიდან არის ფოტოგრაფიის აღიარებული ინსტიტუცია რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს მსოფლიოში ცნობილი ავტორების გამოფენებს. ნაჩვენებია ფოტოგრაფიის სხვადასხვა ასპექტები, ისტორიული და თანამედროვე პოზიციები. „ქოლგა თბილისი ფოტო" მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და ახალგაზრდა ხელოვანების განვითარებას.
ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს ჩენინგ ტატუმი და ნაომი აკი ასრულებენ, აგვისტოში გამოვიდა, თუმცა პოპულარობა P. Diddy-ს სკანდალის ფონზე მოიპოვა. სოციალურ ქსელებში რეპერსა და ჩენინგ ტატუმის პერსონაჟ, სლეითერ კინგს შორის ავლებენ პარალელს.
გოგონებო, პრინცესას კაბები მოამზადეთ, დედოფალი მია თერმოპოლისი მალე ისევ ეწვევა თავის სამეფოს. უკვე დიდი ხანია ვიცით, „პრინცესას დღიურები“ ტრილოგიით ბრუნდება, თუმცა არ იყო ცნობილი ვიხილავდით თუ არა მასში ენ ჰეთევეის. რამდენიმე დღის წინ კი, მსახიობმა თავად გაგვიზიარა ემოციები მესამე ნაწილში მონაწილეობის შესახებ.
რომან დოლიძისა და კევინ ჰოლანდის ბრძოლა მხოლოდ ერთი რაუნდი გაგრძელდა, რადგან ჰოლანდმა ნეკნის დაზიანება მიიღო. გამარჯვების შემდეგ, რომანმა UFC-ის მიმართა, რომ შემდეგი ბრძოლა დეკემბერში სურს.