ამერიკული მეგაპროექტების დაპყრობის დროა! შტატებში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი ნინი ბრეგვაძე სასცენო სახელით ცნობილი, როგორც Nini Iris, ამერიკული The Voice-ის სცენაზე გასულ ღამეს გამოჩნდა. ბრმა მოსმენაზე, ნინიმ, ნამდვილი ფურორი მოახდინა და სულ რამდენიმე წამში ჟიურის ოთხივე წევრის მონუსხვა მოახერხა.
Everybody Loves an Outlaw-ის "I See Red-ის" განსაცვიფრებელი შესრულების პირველივე აკორდებისთანავე, ნინის, გვენ სტეფანი და ნაილ ჰორანი მოუბრუნდნენ, მალევე წითელ ღილაკზე ხელი ჯონ ლეჯენდსაც წასწვდა, ცდუნებას ვერც რება მაკენტაირმა გაუძლო და 27 წლის ნინი ბრეგვაძის პირისპირ ჟიურის ოთხივე წევრი აღმოჩნდა.
სიმღერის დასრულებისთანავე, ნინიზე „ნადირობა“ და საკუთარ გუნდში გადაბირების მცდელობა დაიწყო. ნაილს არ დაუმალავს, რომ მუსიკოსისთვის სერიოზულად იბრძოლებდა და ისიც ხმამაღლა განაცხადა, რომ შესაძლოა ნინიში, „პოტენციურ გამარჯვებულს ვუყურებდეთ“, რთულია არ დაგეთანხმოთ, ნაილ. რებამ ქართველი მონაწილის გამოსვლას „აბსოლუტურად შთამბეჭდავი“ უწოდა, გვენმა კი დასძინა, რომ ნინის თავდაჯერებულობა ძალიან ბუნებრივია.
ჟიურსითან საუბრისას, ნინიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა Georgia-დან იყო, რასაც, ჯონ ლეჯენდის დამაჯერებელი პასუხი მოჰყვა „აღმოსავლეთ ევროპიდან“.
Nini Iris შესახებ, მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან და მილიონობით მაყურებელთან ერთად შევიტყვეთ ისიც, რომ მომღერალი ბოლო 7 წელია ამერიკაში ცხოვრობს და გვენ სტეფანის დიდი გულშემატკივარი და One Direction-ის კიდევ უფრო დიდი ფანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ NBC-მ დიდი ინტრიგა დაგვიტოვა და არ გაგვიმხილა, ვის გუნდში არჩია Nini Iris-მა ბრძოლა, დარწმუნებული ვართ, რომ ის, უდავოდ, სწორ არჩევანს გააკეთებდა.
ამერიკული The Voice-ის 24-ე სეზონში გუნდები უკვე იქმნება, ოთხივე მწვრთნელს თავის მხარეს 6 მონაწილე ჰყავს გადაბირებული, წინ კიდევ 3 ბრმა რაუნდი გველოდება, პროექტის შემდეგ ეტაპზე კი დიდი ბრძოლისთვის უნდა მოვემზადოთ.
ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს ჩენინგ ტატუმი და ნაომი აკი ასრულებენ, აგვისტოში გამოვიდა, თუმცა პოპულარობა P. Diddy-ს სკანდალის ფონზე მოიპოვა. სოციალურ ქსელებში რეპერსა და ჩენინგ ტატუმის პერსონაჟ, სლეითერ კინგს შორის ავლებენ პარალელს.
გოგონებო, პრინცესას კაბები მოამზადეთ, დედოფალი მია თერმოპოლისი მალე ისევ ეწვევა თავის სამეფოს. უკვე დიდი ხანია ვიცით, „პრინცესას დღიურები“ ტრილოგიით ბრუნდება, თუმცა არ იყო ცნობილი ვიხილავდით თუ არა მასში ენ ჰეთევეის. რამდენიმე დღის წინ კი, მსახიობმა თავად გაგვიზიარა ემოციები მესამე ნაწილში მონაწილეობის შესახებ.
რომან დოლიძისა და კევინ ჰოლანდის ბრძოლა მხოლოდ ერთი რაუნდი გაგრძელდა, რადგან ჰოლანდმა ნეკნის დაზიანება მიიღო. გამარჯვების შემდეგ, რომანმა UFC-ის მიმართა, რომ შემდეგი ბრძოლა დეკემბერში სურს.