BIAFF-ი, ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი 3 ოქტომბერს საზეიმოდ დასრულდა. ჟიურის წევრებმა გამარჯვებულებიც გამოავლინეს. ფესტივალზე 25 ქვეყნიდან 30 სრულმეტრაჟიანი და 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება გაიმართა. ბიაფის სტუმრებმა საინტერესო კინოპროგრამა იხილეს, მათ შორის იყო როგორც კონკურსანტი ფილმები, ისე დიდოსტატთა კოლექცია - ცნობილი კინორეჟისორების ნამუშევრები. ამასთან, გაიმართა უკრაინის თემატიკაზე შექმნილი ფილმების ჩვენებაც.
საუკეთესო ფილმის ჯილდო გიორგი სიხარულიძის “პანოპტიკონმა” დაიმსახურა. ჟიურის სპეციალური მოხსენიების პრიზი კი, დათა ჩაჩუას, “პანოპტიკონში” სანდროს როლის შესრულებისთვის გადაეცა. ფილმი საქართველოს, იტალიის, საფრანგეთისა და რუმინეთის საერთო ნამუშევარია. მთავარ როლებს დათა ჩაჩუა და ია სუხიტაშვილი ასრულებენ.
დათას პერსონაჟი სანდრო 2018 წლის საქართველოში იდენტობისა და ფასეულობების ძიებაში მყოფი 16 წლის ბიჭია, რომელიც ჭეშმარიტების მოხელთებას და ადგილის დამკვიდრებას ცდილობს.
საუკეთესო რეჟისურისთვის პრიზი მათიას გლასნერმა, ფილმისთვის “მომაკვდავი”, დაიმსახურა. 2024 წლის გერმანული დრამა ოჯახის ისტორიაზეა და სიყვარულის, დაბადებისა და გარდაცვალების, ზოგადად ცხოვრებისეულ ამბებზე გვიყვება.
საუკეთესო მსახიობი ქალი სალომე დემურია გახდა, რომელიც რუსუდან გლურჯიძის ფილმ “ანტიკვარიატში” მთავარ როლს ასრულებს. “ანტიკვარიატი” საქართველოს სახელით 2025 წელს ოსკარისთვისაც იბრძოლებს, სალომე დემურია კი, Shooting Star-ის, ახალგაზრდა ვარსკვლავების ათეულის წევრია.
საუკეთესო მსახიობი მამაკაცის პრიზი გუსტავ ჰამარსტენმა დაიმსახურა. შვედი მსახიობი ლუკას მოოდისონის ფილმ “ერთად 99”-ში მონაწილეობს. კომედია 2000 წლის ფილმის, Tillsammans-ს სიქველია და წლების შემდეგ ძველი მეგობრების შეხვედრაზე მოგვითხრობს.
მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში საუკეთესო ფილმად გიორგი არაბულის “ალდი” დასახელდა. ჟიურის სპეციალური დიპლომი პოლონური და ირანული ფილმებისთვის მიხალ ტოჩევსა და ამირ ალი სისიპურს გადასცეს. BIAFF 2024-ის სპეციალური პრიზი კინოში შეტანილი წვლილისთვის ქართველ მსახიობ გია ბურჯანაძეს გადაეცა.
ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს ჩენინგ ტატუმი და ნაომი აკი ასრულებენ, აგვისტოში გამოვიდა, თუმცა პოპულარობა P. Diddy-ს სკანდალის ფონზე მოიპოვა. სოციალურ ქსელებში რეპერსა და ჩენინგ ტატუმის პერსონაჟ, სლეითერ კინგს შორის ავლებენ პარალელს.
გოგონებო, პრინცესას კაბები მოამზადეთ, დედოფალი მია თერმოპოლისი მალე ისევ ეწვევა თავის სამეფოს. უკვე დიდი ხანია ვიცით, „პრინცესას დღიურები“ ტრილოგიით ბრუნდება, თუმცა არ იყო ცნობილი ვიხილავდით თუ არა მასში ენ ჰეთევეის. რამდენიმე დღის წინ კი, მსახიობმა თავად გაგვიზიარა ემოციები მესამე ნაწილში მონაწილეობის შესახებ.
რომან დოლიძისა და კევინ ჰოლანდის ბრძოლა მხოლოდ ერთი რაუნდი გაგრძელდა, რადგან ჰოლანდმა ნეკნის დაზიანება მიიღო. გამარჯვების შემდეგ, რომანმა UFC-ის მიმართა, რომ შემდეგი ბრძოლა დეკემბერში სურს.