ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებელმა ასოციაციამ, მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიას BRIT Awards უმასპინძლა, რომელიც ბრიტანეთში, გრემის ეკვივალენტს წარმოადგენს და გასულმა საღამომ ამის ჭეშმარიტებაში ნამდვილად დაგვარწმუნა. BRIT Awards 2021-ის წითელ ხალიჩაზე თავი პოპ-სამყაროს ყველაზე გავლენიანმა სახეებმა: ჰარი სთაილსმა, ტეილორ სვიფტმა, დუა ლიპამ და სხვა მომღერლებმა მოიყარეს.
ჰარი სთაილსმა გამოჩენისთვის არჩევანი, მისთვის ერთადერთ და განუმეორებელ Gucci-ზე შეაჩერა, დუა ლიპამ მარია ანტუანეტა გააცოცხლა წითელ ხალიჩაზე, რაც შეეხება ტეილორ სვიფტს, მისი ხილვა იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა BRIT Awards-ზე, რომ მომღერლის ბრწყინვალე ჩაცმულობამ მეორე პლანზე გადაინაცვლა.
წარმოგიდგენთ BRIT Awards 2021-ის საუკეთესოდ ჩაცმულ ცნობილებს:
ჰარი სთაილსი
ჩაცმულობა: Gucci
დუა ლიპა
ჩაცმულობა: Vivienne Westwood Couture
ტეილორ სვიფტი
ჩაცმულობა: Miu Miu
Little Mix
ჩაცმულობა: David Koma, Vivienne Westwood და Maison Margiela
რინა სავაიამა
ჩაცმულობა: Balmain
მაია იამა
ჩაცმულობა: Area
ოლი ალექსანდერი
ჩაცმულობა: Gucci
სელესტე
ჩაცმულობა: Ashley Williams
Haim
ჩაცმულობა: The Row