Mesdames et Messieurs, მოემზადეთ, 7 ივნისს კარლ ლაგერფელდის საიდუმლოებებით მოცულ ცხოვრებას ფარდა აეხდება. მისი სახელი ყველამ იცის, მაგრამ ცოტას თუ შეუძლია მოგვიყვეს იმ გზაზე, რომელიც მან მოდის იმპერატორობამდე გაიარა.
2018 წელს ფრანგმა ჟურნალისტმა, რაფაელ ბაკემ Le Monde-სთვის კარლ ლაგერფელდთან რამდენიმე ინტერვიუ ჩაწერა. 2019 წელს კი, დიზაინერის გარდაცვალებიდან ცოტა ხნის შემდეგ ჟურნალისტმა წიგნი, სახელად Kaiser Karl გამოსცა, რომელშიც დიზაინერის აღზევების ხანასა და საინტერესო ცხოვრებაზე წერს. წიგნი ახალგაზრდა გერმანელი სტილისტის კარიერული გზის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მოდის სამყაროს მწვერვალს იპყრობს.
რამდენიმე დღის წინ კი Disney+-ის ვებგვერდზე ახალი მინი სერიალის ტრეილერი გავრცელდა. სერიალი ფრანგი ჟურნალისტის ბიოგრაფიულ წიგნს ეყრდნობა და 1970-იანი წლების პარიზში, მონაკოსა და რომში გვამოგზაურებს. სიუჟეტი 6 ეპიზოდისგან შედგება და კარლის გლამურულ, ეგოს კონფლიქტებში გახვეულ, გრანდიოზულ წვეულებებსა და დამანგრეველ ვნებებს შორის მიმდინარე ცხოვრებას აცოცხლებს.
"Becoming Karl Lagerfeld", ასე ჰქვია სერიალს, რომელშიც ყველაფერი 1972 წელს იწყება. 38 წლის გერმანელი კარლი, ჯერ კიდევ მისი საფირმო ცხენის კუდის ვარცხნილობის გარეშე, რიგითი დიზაინერია, თუმცა გულის სიღრმეში იცის რომ უფრო დიადი საქმისთვის მოევლინა დედამიწას და ცხოვრების მოვლენებიც ამ სცენარით ვითარდება. ამ პერიოდში მოდის მომავალი ვარსკვლავი ჟაკ დე ბაშეღს ხვდება და უყვარდება კაცი, რომელიც მთელი არსებით შეპყრობილია მოდური და ელეგანტური ცხოვრების სტილით. კარლი ჟაკის გულის მოგებასთან ერთად მოდის ტახტზე ასასვლელად იწყებს ბრძოლას, რომელსაც იმ დროს, ჩვენთვის კარგად ცნობილი, Yves Saint Laurent-ი იკავებდა და Pierre Bergé-სთან ერთად ყველაზე პრესტიჟულ მოდის სახლს ხელმძღვანელობს.
კარლმა კარიერა 50-იან წლებში დაიწყო. 1983 წლამდე, სანამ დიზაინერი შანელის მოდის სახლს შეუერთდებოდა, ლაგერფელდი საუკეთესო მოდის სახლებთან თანამშრომლობდა, მათ შორისაა Balmain და Chloé. სერიალი ამ და სხვა ისტორიებს ასახავს, მათ შორის გაგვაცნობს მოდისა და კულტურის სფეროს იმ ადამიანებს, ვინც კარლის მხარდამხარ ქმნიდნენ ეპოქას. მათ შორის არის პალომა პიკასო - პაბლო პიკასოს ქალიშვილი, ენდი ვორჰოლი, მერლენ დიტრიხი, ლულუ დე ლა ფალეზისი და სხვები.
დრამის ჟარნრის სერიალზე ისაურ პიზანი-ფერიმ და ჯენიფერ ჰევმა იმუშვეს, რაფაელ ბაკესთან ერთად. ხოლო ფილმს დღის შუქზე ფრანგული კომპანია Gaumont გამოიტანს. ალბათ გაინტერესებთ ვინ მოირგებს მთავარ როლს, მოდით შევიხედოთ თუ რა ხდება გადასაღებ მოედანზე.
კარლის როლს დანიელ ბრიული შეასრულებს
დანიელ ბრული ნახევრად ესპანელი და ნახევრად გერმანელი მსახიობია,რომელიც საზოგადოებას შესანიშნავი როლებით დაამახსოვრა თავი. მან ისეთ ფილმებში ითამაშა, როგორიცაა "Goodbye, Lenin!" "Rush", "Captain America:Civil War", "Inglourious Basterds". ფილმის მსახიობთა სიაში თეოდორ პელერინის იხილავთ ჟაკ დე ბაშერის როლში, ხოლო არნო ვალუას ივ სენ ლორანის როლში იხილავთ. ფრანგი მსახიობი ალექს ლუტსი პიერ ბერჟეს განასახიერებს, ლორანის ბიზნეს და ცხოვრების პარტნიორს. ხოლო აგნეს ჟაუი ქლოეს სახლის დამაარსებლის, გაბი აგიონის როლში მოგვევლინა, სწორედ ამ ადამიანმა შეიტანა უდიდესი წვლილი ლაგერფელდის საყოველთაო წარმატებაში.
კარლ ლაგერფელდი ფენდის, შანელის, ქლოეს კრეატიული დირექტორი იყო და მისი გარდაცვალება მოდის სამყაროსთვის ნამდვილად ტრაგედიად იქცა. პატივი კარლის ხსოვნას მრავალმხრივ მიაგეს. ამის ცალსახა მაგალითია 2023 წლის Met Gala, რომლის თემა - Karl Lagerfeld: A line of beauty გახლდათ. ამასთანავე, ძალიან მალე ვიხილავთ ჯარედ ლეტოს ბიოგრაფიულ ფილმს კარლის ცხოვრების შესახებ.
სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ კარლ ლაგერფელდი მოდის სამყაროს ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა და მისი პერსონა კონტროვერსიული საუბრების თემა არაერთხელ გამხდარა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენს ცხოვრებაში ტიკ-ტოკი გაჩნდა და უამრავი ინფორმაცია გახდა ხელმისაწვდომი. ხალხმა კარლის ძველი ინტერვიუების გამოქვეყნება დაიწყო, სადაც ის სექსისტურ და ჰომოფობიურ აზრებს აფიქსირებს, მაგალითად ემიჯნებოდა ერთნაირსქესიანთა ქორწინებას. კარლის ცნობილი ფრაზა, რომელიც გერმანულ გაზეთთან ინტერვიუში ახსენა, ძალიან დიდ პროტესტს იწვევს საზოგადოებაში და ეს უარყოფითი რეაქცია ნამდვილად სამართლიანია:
No one wants to see curvy women
ყველაფერი რაც კარლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეხება მუდმივად განხილვის საგანი იყო. დიზაინერი გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგაც კი არ კარგავს აქტუალობას. მან საკუთარი სახელი უკვე უკვდავყო. კიდევ ბევრ წიგნს დაწერენ კარლზე, უფრო მეტ ფილმსა და სერიალს გადაიღებენ და ფართო საზოგადოებისთვის მეტად გახდება ის ამბები, რომელიც მოდის ინდუსტრიის სცენის მიღმა, ჩვენგან შორს მიმდინარეობდა.
ახალი სერიალის პრემიერა პარასკევს, 7 ივნისს, ექსკლუზიურად Disney Plus-ზე შედგება. რაც მთავარია, ექვსივე სერიას ერთდროულად უნდა ველოდოთ და შეგვიძლია ნელ-ნელა მომზადებაც დავიწყოთ “binge watching”-ისთვის.
ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს ჩენინგ ტატუმი და ნაომი აკი ასრულებენ, აგვისტოში გამოვიდა, თუმცა პოპულარობა P. Diddy-ს სკანდალის ფონზე მოიპოვა. სოციალურ ქსელებში რეპერსა და ჩენინგ ტატუმის პერსონაჟ, სლეითერ კინგს შორის ავლებენ პარალელს.
გოგონებო, პრინცესას კაბები მოამზადეთ, დედოფალი მია თერმოპოლისი მალე ისევ ეწვევა თავის სამეფოს. უკვე დიდი ხანია ვიცით, „პრინცესას დღიურები“ ტრილოგიით ბრუნდება, თუმცა არ იყო ცნობილი ვიხილავდით თუ არა მასში ენ ჰეთევეის. რამდენიმე დღის წინ კი, მსახიობმა თავად გაგვიზიარა ემოციები მესამე ნაწილში მონაწილეობის შესახებ.
რომან დოლიძისა და კევინ ჰოლანდის ბრძოლა მხოლოდ ერთი რაუნდი გაგრძელდა, რადგან ჰოლანდმა ნეკნის დაზიანება მიიღო. გამარჯვების შემდეგ, რომანმა UFC-ის მიმართა, რომ შემდეგი ბრძოლა დეკემბერში სურს.