მიყვარს ჯაზი! განსაკუთრებით, ის ჯაზი, რომელსაც ქართული სცენიდან ვისმენ. პირადად ჩემთვის ჯაზის სიყვარული შავი ზღვის ჯაზ ფესტივალთან ასოცირდება, თუმცა უკვე 7 წელია “ინტელექტუალების” მუსიკამ საქართველოს ყველაზე ოქროსფერი რეგიონიც მოიცვა და მელომანებს ხელში ქართული ღვინით სავსე ჭიქები დააჭერინა.
კახეთმა ჯაზისა და ღვინის ფესტივალს წელს უკვე მეშვიდედ უმასპინძლა. 14 ოქტომბერს ღონისძიებას ტრადიციულად რედისონ ქოლექშენმა უმასპინძლა. ფესტივალის პირველი, დეგუსტაციის ნაწილი განსაკუთრებით მიყვარს. ჭიქა ღვინით ხელში თავს დიდი ხნის უნახავ ადამიანებს ახსენებ, ან სულაც ახალ კონტაქტებს იძენ. აქ ყველა ბედნიერია, ყველას უყვარს ღვინო და ჯაზი (No duduki and women this time).
ბედნიერების ელექსირის, გემრიელი “ჭორაობისა” და ცნობილი იტალიელი მზარეულის, მაურიციო სიცილიანოს კერძების დაგემოვნების შემდეგ, სცენა სკეჩბუქ დუომ დაიკავა. ფესტივალის პირველი სტუმარი ყოველთვის “მუსიკალური აპერიტივია”, რომელიც მომავალი საღამოსთვის სადღესასწაულო განწყობას ქმნის.
საღამოს “მთავარი კერძი” კი ბოლრუმში მოგვართვეს. ამჯერად სცენა ჯაზის ვარსკვლავმა, თეო ქროკერმა და მისმა კვარტეტმა დაიკავა. სპირიტუალური მოგზაურობა - ამ ფრაზით შევაფასებდი იმ მუსიკას, რასაც ცნობილ მესაყვირესთან ერთად დრამერი (მაიკლ ოდე), ბასი (ერიკ უილერი) და კლავიში (მაიკ კინგი) ქმნიან.
კვარტეტის კომპოზიციებს უნიკალურ ელფერს თეოს რეჩიტატივის სტილში შესრულებული ვოკალური ჩანართები აძლევს, რასაც მესაყვირისგან იშვიათად ელი. სხვათა შორის, ცნობილი მუსიკოსის ვოკალი ძალიან წააგავს ლეგენდარული სნუპ დოგის ხმას (რომელსაც წლების წინ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალმა უმასპინძლა).
კვარტეტის კომპოზიციები ჯაზის მელოდიებთან ერთად აღმოსავლური მოტივებითა და ელექტრონული მუსიკის ელემენტებითაა გაჯერებული. თუ თვალს კროკერის ბიოგრაფიას გადაავლებთ, ზემოთ ჩამოთვლილი გავლენების სათავეს ჩინეთში გატარებულ 7 წლიან გამოცდილებაშიც აღმოაჩენთ.
კონცერტის ბოლოს დასმულ კითხვაზე, აქვს თუ არა ქართველ მსმენელს ჯაზის შეგრძნება, კროკერისგან ეს პასუხი მივიღეთ:
“აღმოჩნდა, რომ ჯაზის შეგრძნება გაქვთ. მომდევნო ჩამოსვლაზე კიდევ უფრო კარგად დაგაკვირდებით” - თეო კროკერი
კონცერტის შემდეგ კვარტეტის კიდევ ერთი წევრი, მაიკ კინგი ქართული ღვინის ბოთლით ხელში შეგვხვდა. ცნობილმა კლავიშმა ქართული გამოცდილება გაგვიზიარა და იმაშიც გამოგვიტყდა, რომ საღამოს ქართული ღვინით გაგრძელებას გეგმავდა.
“საჩუქრად გადმომცეს და ახლა ვაპირებ ქართული ღვინის გასინჯვას. მითხრეს, რომ ღვინის მომზადების მრავალწლიანი ისტორია გაქვთ”.
დღის ბოლოს კი ბოლრუმიდან ამფითეატრში გადავინაცვლეთ, სადაც ლათინური ენერგეტიკა გველოდა. სცენაზე მსმენელის წინაშე ცნობილი ესიდ-ჯაზ ჯგუფი - მო'ჰორაიზონსი გამოვიდა და უკვე დაღლილ საზოგადოებას ნამდვილი ცეცხლი შეუნთო.
ჯგუფის ფორმატი საკმაოდ საინტერესოა. მისი ყველა წევრი სხვადასხვა მუსიკალური პროექტებიდან მოდის. ვოკალისტის ადგილს კი საღამოს მანძილზე თითქმის ყველა მათგანი იკავებს.
შეუძლებელია Mo'horizons-ის წარმოდგენას გაუნძრევლად ადევნო თვალი. ლათინური ტემპერამენტით გაჯერებული მუსიკა ყველაზე შებოჭილ მსმენელსაც ააცეკვებს, ზოგიერთ მათგანს კი კონცერტის სცენაზეც აიყვანს.
“Let’s get back to Georgia, let’s get back” - ამ ფრაზის სიმღერით დაასრულა გამოსვლა მო’ჰორაიზონსმა
The Diary-ის გუნდმა წინანდალი ლათინური მელოდიების ღიღინით დავტოვეთ და თელავისკენ, სასტუმრო Seventeen Rooms-ში გავეშურეთ. შეუძლებელია ჯაზისა და ღვინის ფესტივალს ესტუმრო და მეორე დღეს “კახური ვოიაჟი” არ მოიწყო. ღამე ულამაზეს ბუტიკურ სასტუმროში გავატარეთ და კვირა დილაც კახური შემოდგომის ოქროსფერი პეიზაჟებით გათენდა. თბილისისკენ წამოსვლამდე გზად კახური მწვადიც მივირთვით (რა თქმა უნდა), ერთი-ორ ღირსშესანიშნაობასაც მოვავლეთ თვალი და გომბორის უღელტეხილს გზას Theo Croker-ის მუსიკის თანხლებით დავადექით. მოკლედ, Jazz & wine Kakheti ბევრად მეტია, ვიდრე ჯაზი და ღვინო. ჯაზიცაა, ღვინოც, ჭორაობაც, მწვადიც და ჭეშმარიტად კახური გამოცდილებაც.
ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს ჩენინგ ტატუმი და ნაომი აკი ასრულებენ, აგვისტოში გამოვიდა, თუმცა პოპულარობა P. Diddy-ს სკანდალის ფონზე მოიპოვა. სოციალურ ქსელებში რეპერსა და ჩენინგ ტატუმის პერსონაჟ, სლეითერ კინგს შორის ავლებენ პარალელს.
გოგონებო, პრინცესას კაბები მოამზადეთ, დედოფალი მია თერმოპოლისი მალე ისევ ეწვევა თავის სამეფოს. უკვე დიდი ხანია ვიცით, „პრინცესას დღიურები“ ტრილოგიით ბრუნდება, თუმცა არ იყო ცნობილი ვიხილავდით თუ არა მასში ენ ჰეთევეის. რამდენიმე დღის წინ კი, მსახიობმა თავად გაგვიზიარა ემოციები მესამე ნაწილში მონაწილეობის შესახებ.
რომან დოლიძისა და კევინ ჰოლანდის ბრძოლა მხოლოდ ერთი რაუნდი გაგრძელდა, რადგან ჰოლანდმა ნეკნის დაზიანება მიიღო. გამარჯვების შემდეგ, რომანმა UFC-ის მიმართა, რომ შემდეგი ბრძოლა დეკემბერში სურს.