2023 წლის EMEA-ის ნომინანტთა სიაში, წლის საუკეთესო ვიდეორგოლის ნომინაცია, ჯგუფ „მგზავრების“ მუსიკალურმა კლიპმა WALTZ-მა მოიპოვა. სიახლე, ვიდეო კლიპის რეჟისორმა ლადო კვიტიამ სოციალურ ქსელში პირადად გაგვიზიარა.
„წლის საუკეთესო კლიპის ნომინაციაზე ჯგუფი „მგზავრები“ ტრევის სკოტთან, Daft Punk-თან, Rolling Stones-თან და სხვა ბრწყინვალე შემსრულებლებთან ერთად არის წარდგენილი. არ ვიცით, ეს როგორ მოხდა, მაგრამ ძალიან ვამაყობთ. ვულოცავ მთელს გუნდს!“ - წერს ლადო კვიტია.
ჯგუფი „მგზავრებისა“ და რეჟისორ ლადო კვატანიას საერთო პროდუქტის მოკლემეტრაჟიანი ფილმ-კლიპის პრემიერა 2023 წლის 9 თებერვალს გაიმართა. მუსიკალურ კლიპზე მუშაობა 1 წელიწადს გაგრძელდა, გადაღებები მაღალმთიან ქართულ სოფლებსა და თბილისში მიმდინარეობდა. კლიპში მთავარ როლებს ქართველი მსახიობები აჩი მაკალათია, ვერონიკა კალანდარიშვილი და საქართველოს დამსახურებული არტისტი დათო დვალიშვილი ასრულებენ.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კლიპში შავ-თეთრი კადრები არ წარმოადგენს საარქივო ქრონიკას, ამ კადრებს მე თვითონ ვიღებდი“ - ლადო კვატანია.
„ვალსი“ ახლობელი ადამიანის დანაკარგით გამოწვეული ტკივილის შესახებ გვიყვება. სიმღერა, რომელიც თითქმის 5 წლის განმავლობაში იწერებოდა, არის ცეკვა საკუთარ თავთან, ცეკვა სიცარიელეში, სინამდვილეში კი რიტმული მოძრაობა იმ ადამიანის სულთან, რომელიც ჩვენთან აღარ არის. სიმღერა შეიცავს იავნანას მოტივს, რომელსაც ბავშვობაში „მგზავრების“ სოლისტის, გიგი დედალამაზიშვილის ბებია მღეროდა.
EMEA Awards აღნიშნავს ყველაზე ინსპირაციულ შემოქმედებით ნამუშევრებს ევროპიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან, ასევე წარმოაჩენს რამდენიმე ყველაზე წარმატებულ კომპანიას და ხალხს ინდუსტრიაში.
დაჯილდოების კადრებში წარმოდგენილი ნამუშევრების ხარისხი ყოველთვის ძალიან მაღალია და მოკლე სიაში მოხვედრა უკიდურესად რთულ ამოცანას წარმოადგენს, თუმცა „მგზავრებმა“ და ლადო კვიტიამ ეს მოახერხეს და იმედი გვაქვს, რომ 22 ნოემბერს დაჯილდოების ღამეს, კიდევ ერთ მოულოდნელ სიახლეს გაგვიზიარებენ.
ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს ჩენინგ ტატუმი და ნაომი აკი ასრულებენ, აგვისტოში გამოვიდა, თუმცა პოპულარობა P. Diddy-ს სკანდალის ფონზე მოიპოვა. სოციალურ ქსელებში რეპერსა და ჩენინგ ტატუმის პერსონაჟ, სლეითერ კინგს შორის ავლებენ პარალელს.
გოგონებო, პრინცესას კაბები მოამზადეთ, დედოფალი მია თერმოპოლისი მალე ისევ ეწვევა თავის სამეფოს. უკვე დიდი ხანია ვიცით, „პრინცესას დღიურები“ ტრილოგიით ბრუნდება, თუმცა არ იყო ცნობილი ვიხილავდით თუ არა მასში ენ ჰეთევეის. რამდენიმე დღის წინ კი, მსახიობმა თავად გაგვიზიარა ემოციები მესამე ნაწილში მონაწილეობის შესახებ.
რომან დოლიძისა და კევინ ჰოლანდის ბრძოლა მხოლოდ ერთი რაუნდი გაგრძელდა, რადგან ჰოლანდმა ნეკნის დაზიანება მიიღო. გამარჯვების შემდეგ, რომანმა UFC-ის მიმართა, რომ შემდეგი ბრძოლა დეკემბერში სურს.