ამერიკის კინოაკადემიამ „ოსკარის“ 96-ე ცერემონიის ნომინანტები დაასახელა. ნომინანტთა შორის ლიდერობს კრისტოფერ ნოლანის Oppenheimer, რომელმაც ჯამში 13 ნომინაციის მოპოვება შეძლო, მას მოჰყვება იორგოს ლანთიმოსის Poor Things 11 ნომინაციით და მარტის სკორსეზეს ისტორიული კრიმინალური დრამა Killers of the Flower Moon, ჯამში 10 ნომინაციით.
2024 წლის „ოსკარის“ ნომინაციების ფავორიტი ეკრანიზაციები: Oppenheimer და Killers of the Flower Moon, ორივე ამერიკის უახლოესი წარსულის მტკივნეულ თავს შეეხება და შავ-ბნელი ისტორით, განსაკუთრებულ რეზონანსს იწვევს მაყურებელში, რითაც ნომინაციების სიუხვე მარტივად აიხსნება. რაც შეეხება ბერძენი კინორეჟისორის Poor Things-ს, იორგოს ლანთიმოსი, როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი რეჟისორი, იმთავითვე ყურადღების ცენტრშია, რომ აღარაფერი ვთქვათ მისი ეკრანიზაციის გენიალურობაზე.
გასული წლის box office-ის ჰიტმა, გრეტა გერვიგის Barbie-მ „ოსკარის“ დაჯილდოებაზე 8 ნომინაცია მოაგროვა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ბარბენჰაიმერი“ ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე იმ ყურადღებას იმსახურებს, რომელიც გამოსვლის დღიდან სოციალურ მედიაში ჰქონდა. კრისტოფერ ნოლანისა და გრეტა გერვიგის ძალების გაერთიანებით, ჯამში 21 ნომინაციას ვიღებთ.
„ოსკარის“, რიგით 96-ე ცერემონიის მთავარი პრიზისთვის: საუკეთესო ფილმისთვის, ერთმანეთს 10 ეკრანიზაცია დაუპირისპირდება, მათ შორის: American Fiction, Anatomy of a Fall, Barbie, The Holdovers, Killers of the Flower Moon, Maestro, Oppenheimer, Past Lives, Poor Things და The Zone of Interest.
2024 წლის „ოსკარის“ ნომინაციების გამოცხადებასთან ერთად, ცნობილი გახდა ისიც, რომ 81 წლის კინორეჟისორმა მარტინ სკორსეზემ ახალი ისტორია დაწერა. ლეგენდარული რეჟისორი ყველაზე ხანდაზმული ადამიანია, რომელიც ოდესმე დასახელებულა საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში. წელს, სკორსეზე საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებლად ჟიუსტინ ტრიეს, კრისტოფერ ნოლანს, იორგოს ლანთიმოსს და ჯონათან გლეიზერს უპირისპირდება.
გაეცანით „ოსკარის“ 96-ე ცერემონიის მთავარი კატეგორიების ნომინანტებს სრულად:
მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცი
ბრედლი კუპერი, Maestro
კოლმან დომინგო, Rustin
პოლ ჯიამატი, The Holdovers
კილიან მერფი, Oppenheimer
ჯეფრი რაითი, American Fiction
მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი
ანეტ ბენინგი, Nyad
ლილი გლედსტოუნი, Killers of the Flower Moon
სანდრა ჰიულერი, Anatomy of a Fall
კერი მალიგანი, Maestro
ემა სტოუნი, Poor Things
მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცი
სტერლინ კ. ბრაუნი, American Fiction
რობერტ დე ნირო, Killers of the Flower Moon
რობერტ დაუნი ჯუნიორი, Oppenheimer
რაიან გოსლინგი, Barbie
მარკ რაფალო, Poor Things
მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი
ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს ჩენინგ ტატუმი და ნაომი აკი ასრულებენ, აგვისტოში გამოვიდა, თუმცა პოპულარობა P. Diddy-ს სკანდალის ფონზე მოიპოვა. სოციალურ ქსელებში რეპერსა და ჩენინგ ტატუმის პერსონაჟ, სლეითერ კინგს შორის ავლებენ პარალელს.
გოგონებო, პრინცესას კაბები მოამზადეთ, დედოფალი მია თერმოპოლისი მალე ისევ ეწვევა თავის სამეფოს. უკვე დიდი ხანია ვიცით, „პრინცესას დღიურები“ ტრილოგიით ბრუნდება, თუმცა არ იყო ცნობილი ვიხილავდით თუ არა მასში ენ ჰეთევეის. რამდენიმე დღის წინ კი, მსახიობმა თავად გაგვიზიარა ემოციები მესამე ნაწილში მონაწილეობის შესახებ.
რომან დოლიძისა და კევინ ჰოლანდის ბრძოლა მხოლოდ ერთი რაუნდი გაგრძელდა, რადგან ჰოლანდმა ნეკნის დაზიანება მიიღო. გამარჯვების შემდეგ, რომანმა UFC-ის მიმართა, რომ შემდეგი ბრძოლა დეკემბერში სურს.