#მხატვრობა

რა ფერია ევროპა? - 18 არტისტის ერთობლივი გამოფენა გალერეა N9-ში

გაზიარება:

ამ წუთებში გალერეა N9-ში, 18 არტისტის ერთობლივი გამოფენა სახელწოდებით „რა ფერია ევროპა“ მიმდინარეობს. 18 ერთმანეთისგან განსხვავებული ხელოვანი, მათ შემოქმედებაში არეკლილმა ევროპამ გააერთიანა. დასავლური კულტურის თავისუფლების ხაზგასასმელად, წარმოდგენილი ნიმუშები ჩარჩოების გარეშეა გამოფენილი.

გელა პატიაშვილი გასეირნება სამოთხეში

ერთობლივ გამოფენაში მონაწილე ხელოვანებს შორის არიან: მამია მალაზონია, მაკა გოცირიძე, ყარამან ქუთათელაძე, მამუკა ცეცხლაძე, ნინო ქარუმიძე, თამუნა მელიქიშვილი, თამაზ ვარვარიძე, ანკა კალატოზიშვილი და სხვები.

მამუკა ცეცხლაძე პარიზის ოპერა

რა ფერია ევროპა? ჩვენი ერის რაობა ყველაზე მკაფიოდ ირეკლება კულტურაში, ქცევაში, ხელოვნებაში... ერთი დღეც არ გადის არ დაისვას კითხვა - ვართ თუ არა ევროპის ნაწილი?! რანი ვართ საერთოდ? საიდან მოვდივართ... საით გვინდა რომ ვიაროთ? სწორედ აქედან დაიბადა გამოფენის იდეა შეიქმნას მხატვართა ჯგუფი, თითოეულმა ერთი ნამუშევრით დასვას ფერი ევროპის დროშაზე ანუ გამოიტანოს ის ნამუშევარი, რომელიც მისთვის არის ევროპა. არ არსებობს არანაირი შეზღუდვა, არც მასალაზე, არც ფორმაზე და ზომაზე მთავარი სიმბოლური დატვირთვა მიენიჭა ჩარჩოს, ყველა ნამუშევარი იქნება ჩარჩოს გარეშე... ზუსტად ისე, როგორც ცნობიერება აღიქვამს ევროპულ თავისუფლებას, ის რაც ჩვენში თერგდალეულებმა, შოთა რუსთაველმა და ნიკო ფიროსმანაშვილმა დატოვეს და რაც არ გვაძლევს უფლებას უარი ვთქვათ ღრმად ევროპულ ფასეულობებზე...

ნატა ბუაჩიძის გრაფიკული ნამუშევარი
ანკა კალატოზიშვილის ესკიზი

ერთობლივი გამოფენა რა ფერია ევროპა გალერეა N9-ში  (დ.უზნაძის ქუჩა 9) 11 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება, დასწრება უფასოა.

ზევით