#წიგნების თარო

რას კითხულობენ ცნობილი ადამიანები?!

გაზიარება:

ბოლო ხანია, პაპარაცების ობიექტივში მოხვედრილი A-lister-ების ჩაცმის სტილთან ერთად, ყურადღებას ახალ დეტალზე ვამახვილებთ - თუ რომელი წიგნი უჭირავთ ხელში ჩვენთვის საყვარელ მსახიობებს, მოდელებს და მუსიკოსებს. ცნობილი ადამიანების ცხოვრება ყოველთვის ყურადღების ცენტრშია და ხანდახან გვავიწყდება, რომ მათ საერთოდ არ ვიცნობთ. იმით, თუ რას კითხულობენ ისინი, ვარსკვლავების პიროვნებებზე ბევრი რამის გამოცნობა შეგვიძლია.

რას კითხულობენ ცნობილები, ჯეიკობ ელორდი, Jackob Elordi
ფოტო: Backgrid

ეიფორიისა” და “Saltburn”-ის მსახიობი ჯეიკობ ელორდი პაპარაცებმა სარდინიაზე არდადეგების დროს, აუზთან ფრანგი მწერლის, ჟან კოქტოს წიგნით ხელში დააფიქსირეს. ჯეიკობ ელორდი ინსტაგრამ გამომწერებისთვის წიგნების რეკომენდაციებსაც არ იშურებს. მის საყვარელ წიგნებს შორისაა ჯეკ კერუაკის “გზაზე”, წიგნების წიგნი “ოდისეა” და ჟან პოლ სარტრის “გულისრევა”.

ჯეკ კერუაკი, გზაზე

ყიდვა

სუპერმოდელი კაია გერბერი ფაქტობრივად არსად გამოჩენილა წიგნის გარეშე. მას წიგნის კლუბი, “Library Science”-იც კი აქვს. მოდელის ლიტერატურული გემოვნება პლატონისა და ისეთი თანამედროვე მწერლების ნაწარმოებებს მოიცავს, როგორიცაა სალი რუნი და ჯოან დიდიონი. კაია გერბერი პაპარაცებმა მარიო ვარგას ლიოსას წიგნით ხელშიც დააფიქსირეს.

რას კითხულობენ ცნობილები, კაია გერბერი, მარიო ვარგას ლიოსა, ცუდი გოგოს ოინები
ფოტო: Getty images

ყიდვა

რას კითხულობენ ცნობილები, კაია გერბერი, ემილი რატაკოვსკი, Emily Ratajkowski, My Body

ყიდვა

სალი რუნის კითხულობს სარა ჯესიკა პარკერიც. ნიუ-იორკელი ჟურნალისტის, ქერი ბრედშოუს როლს სარა ჯესიკა პარკერი ალბათ ნახევარი ცხოვრებაა ასრულებს და მოსალოდნელიც იყო, რომ მსახიობს სერიალის გადაღებების დროს, განსატვირთად წიგნის კითხვა უყვარს.

რას კითხულობენ ცნობილები, სარა ჯესიკა პარკერი, სალი რუნი, მშვენიერო სამყაროვ სად ხარ, საუბრები მეგობარებთან, ჩვეულებრივი ადამიანები

სალი რუნი, მშვენიერო სამყაროვ სად ხარ

ყიდვა

კენდალ ჯენერის ბიბლიოთეკას თუ შევავლებთ თვალს, მარტივი მისახვედრია, რომ მოდელი პოეზიითა და ესეებითაა გატაცებული.

რას კითხულობენ ცნობილები, კენდალ ჯენერი, tonight I'm someone else, literally show me one healthy person
ფოტოები: VAEM, SBCH, CAMA/ SplashNews.com

Tonight I'm Someone Else, Chelsea Hodson

ყიდვა

კენდალი პაპარაცებმა Darcie Wilder-ის პოსტმოდერნული რომანით ხელში დააფიქსირეს. “Literally show me a healthy person” - ასე ჰქვია "მომავლის წიგნად" აღიარებულ რომანს, რომელშიც უგულებელყოფილია სინტაქსი და გრამატიკა. მეორე წიგნი, რომლითაც კენდალი დააფიქსირეს, ესეების კოლექციაა სახელად “Tonight I’m Someone Else”. წიგნი ინტროსპექციული, ფსიქოანალიტიკური და მელანქოლიური პერსონალური ესეებისგან შედგება.

Literally show me a healthy person, Darcie Wilder

ყიდვა

ჯიჯი და ბელა ჰადიდების წიგნების კოლექციასაც გადავხედოთ. ბელა ჰადიდი სტივენ კინგის, 2018 წელს გამოცემული წიგნით, “Outsider”-ით ხელში გამოჩნდა. ჯიჯი ჰადიდი კი, ეგზისტენციალისტი მწერლის, ალბერ კამიუს “უცხოს” კითხულობს.

რას კითხულობენ ცნობილები, ბელა ჰადიდი, სტივენ კინგი, უცხო, stephen king, the outsider

ყიდვა

რას კითხულობენ ცნობილები, ჯიჯი ჰადიდი, ალბერ კამიუ, უცხო

ყიდვა

პაპარაცები დუა ლიპასაც ხშირად აფიქსირებენ წიგნით ხელში. მომღერალი ინსტაგრამ სთორებში თავადაც გვიზიარებს წიგნების რეკომენდაციებს. დუა ლიპა სანაპიროზე ხალიდ ჰოსეინის წიგნით - “ათასი მოელვარე მზე” გამოჩნდა. ინგლისელი მომღერალი პატი სმიტსა და ნიუ-იორკ ტაიმსის ბესტსელერს, “On Earth We’re Briefly Gorgeous”-საც კითხულობს.

რას კითხულობენ ცნობილები, დუა ლიპა, ხალედ ჰოსეინი, ფრანით მორბენალი

ხალიდ ჰოსეინი, ათასი მოელვარე მზე

ყიდვა

რას კითხულობენ ცნობილები, დუა ლიპა, პატი სმიტი, უბრალოდ ბავშვები

ყიდვა

 

ზევით