რევოლუციონერი იტალიელი ფოტოგრაფის, თანამედროვე ფოტოგრაფიის ოსტატისა და პიონერის, ლუიჯი გირის კარიერა 1970-იან წლებში იღებს სათავეს, როდესაც ახალგაზრდა ლუიჯი კონცეპტუალური არტისტების ორგანიზაციაში წევრიანდება და მათი იდეებისა და შეხედულებების გავლენით ორაზროვან და პოეტურ სერიას ქმნის სამშობლოზე.
არქიტექტურისა და პეიზაჟების ფოტოებით ლუიჯი იწყებს კონცეპტუალიზმის კვლევას, შეფარული იუმორითა და ირონიით კი საკუთარი ხელწერის ჩამოყალიბებას უთმობს დროს. გირის შემოქმედებას განსაკუთრებულს გარემოსა და ადამიანს შორის იდუმალი ბალანსი განსაზღვრავს, რაც ფოტოგრაფის ადრეულ შემოქმედებაშიც ნათლად იკვეთება. თანდაყოლილი ნიჭის და შემოქმედებითი ხედვის წყალობით ლუიჯი გირი მალევე იქცევს საერთაშორისო ხელოვანების ყურადღებას და კუთვნილ აღიარებასაც იმსახურებს.
ფოტოგრაფიისთვის მიძღვნილი 22 წლის, იტალიის სხვადასხვა კუთხე-კუნჭულში გადაღებული ათასობით თვალწარმტაცი კადრისა და ღირსშესანიშნავი შემოქმედების დამსახურებით, გარდაცვალებიდან 3 ათწლეულის შემდეგაც კი ლუიჯი გირის ფოტოსერიები მსოფლიოს აღტაცებას არ წყვეტენ.
თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ფიგურის შემოქმედება სავსეა იტალიური ზაფხულის სერიებით, ხმელთაშუა ზღვის მომაჯადოებელი ფერებით, იტალიური ქალაქების არქიტექტურით, დიდებული წარსულის გამოძახილით, შუქ-ჩრდილების ოსტატური თამაშითა და ისტორიასთან დიალოგით. თუმცა, ფოტოსერია, რომელზეც დღეს ყურადღების გამახვილება გვსურს, ლუიჯი გირის სავიზიტო ბარათად, მის ნამდვილ საგანძურად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
სამხრეთ იტალიის ნახევარკუნძულზე, უმშვენიერეს აპულიაში ლუიჯი გირი პირველად 1982 წელს ჩავიდა და მომდევნო ათწლეულის განმავლობაში რეგულარულად ბრუნდებოდა თეთრსახლებიანი ქალაქის და მისი მიძინებული სანაპიროების გადასაღებად. 1992 წელს, 49 წლის ასაკში გარდაცვლილი ფოტოგრაფის მემკვიდრეობაში 2000-ზე მეტი ფოტო მოიძებნებოდა აპულიური სერიიდან, მათი უმრავლესობა კი საჯაროდ არასდროს გამოფენილა.
მამის გარდაცვალებიდან რამდენიმე წელიწადში, ადელ გირიმ სამყაროს ფოტოკრებული - Puglia: Tra albe e tramonti („პულია: მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე“) წარუდგინა, რომელიც ლუიჯის მშვიდი მოგზაურობების გამოძახილს წარმოადგენდა.
გირის მოგზაურობები და აპულიას გადაღების პროცესი შერწყმული იყო მეგობრებთან და ოჯახთან ერთად დასვენებასთან. შესაძლოა, ამ საბაბით აიხსნება, მისი სურათების სიმსუბუქისა და ჭეშმარიტი სიყვარულის განცდა მათი მკვეთრი კომპოზიციებისა და ტექსტურების მიღმა. სწორედ ეს ღრმა კავშირი აბრუნებს მაყურებელს ფოტოებთან, ისევ და ისევ დაუსრულებლად...
ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს ჩენინგ ტატუმი და ნაომი აკი ასრულებენ, აგვისტოში გამოვიდა, თუმცა პოპულარობა P. Diddy-ს სკანდალის ფონზე მოიპოვა. სოციალურ ქსელებში რეპერსა და ჩენინგ ტატუმის პერსონაჟ, სლეითერ კინგს შორის ავლებენ პარალელს.
გოგონებო, პრინცესას კაბები მოამზადეთ, დედოფალი მია თერმოპოლისი მალე ისევ ეწვევა თავის სამეფოს. უკვე დიდი ხანია ვიცით, „პრინცესას დღიურები“ ტრილოგიით ბრუნდება, თუმცა არ იყო ცნობილი ვიხილავდით თუ არა მასში ენ ჰეთევეის. რამდენიმე დღის წინ კი, მსახიობმა თავად გაგვიზიარა ემოციები მესამე ნაწილში მონაწილეობის შესახებ.
რომან დოლიძისა და კევინ ჰოლანდის ბრძოლა მხოლოდ ერთი რაუნდი გაგრძელდა, რადგან ჰოლანდმა ნეკნის დაზიანება მიიღო. გამარჯვების შემდეგ, რომანმა UFC-ის მიმართა, რომ შემდეგი ბრძოლა დეკემბერში სურს.