VTMN AGENCY - უკრაინული მარკეტინგული სააგენტო ახალი პროექტების ძიების პროცესში
#UKRAINEმარკეტინგული სააგენტო VTMN Agency, რომელიც 2005 წელს ლვოვში დაფუძნდა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე პროექტებს საზღვრებს გარეთ, მათ შორის საქართველოშიც ეძებს. კომპანიას, რომელიც წლებია წარმატებით ოპერირებს აშშ-ში, ესპანეთში, ბულგარეთში, საქართველოსა თუ აზერბაიჯანში, ახლა განსაკუთრებით სჭირდება უცხოელი მეგობრების თანადგომა და მხარდაჭერა.