კულტურა

ბელგიის დედოფალმა მატილდამ გამოფენა „საქართველო: შეხვედრების ადგილი“ დაათვალიერა

ბელგიის დედოფალმა მატილდამ გამოფენა „საქართველო: შეხვედრების ადგილი“ დაათვალიერა

ბელგიის დედოფალმა მატილდა დ’უდეკემ დ’აკომ ბრიუსელის ხელოვნებისა და ისტორიის სამეფო მუზეუმში მიმდინარე გამოფენა - „საქართველო: შეხვედრების ადგილი“ - დაათვალიერა. დედოფალი საქართველოს კულტურას, ისტორიას და ხელოვნებას ნეოლითის პერიოდიდან მოყოლებული გაეცნო და გამოფენაზე წარმოდგენილი 200-მდე ექსპონატი დაათვალიერა.

2024 წლის „ოქროს გლობუსის“ ნომინანტების სრული სია

2024 წლის „ოქროს გლობუსის“ ნომინანტების სრული სია

ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ 2024 წლის „ოქროს გლობუსის“ ნომინანტების სია წარადგინა. რიგით 81-ე დაჯილდოების ცერემონია 7 იანვარს, CBS-სა და Paramount+ -ზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

რას ვუყუროთ დეკემბერში? - 2023 წლის მიწურულის დიდი პრემიერები

რას ვუყუროთ დეკემბერში? - 2023 წლის მიწურულის დიდი პრემიერები

დეკემბერის ყოველთვის გამოირჩეოდა წელიწადის ყველაზე გახმაურებული პრემიერებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს პერიოდი საახალწლო სამზადისთან და სადღესასწაულო განწყობის შემქმნელ ფილმებთანაა დაკავშირებული, წელიწადის მიწურულს მაინც გამოირევა ახალი კინოპროდუქტები, რომლებიც ჩვენს ყურადღებას იმსახურებენ. 2023 წლის დეკემბერიც გამორჩეულია დიდი ეკრანის პრემიერებით, წინ ნამდვილად საინტერესო სიახლეები გველოდება.

ქართული „ვოისიდან“  ამერიკულ  „ვოისამდე“ - ნინი ბრეგვაძე ფინალისკენ მიდის

ქართული „ვოისიდან“ ამერიკულ „ვოისამდე“ - ნინი ბრეგვაძე ფინალისკენ მიდის

„ამერიკული ოცნება რეალურია და მე მასში ვცხოვრობ!“ - ამერიკულ მეგაშოუში მონაწილე ქართველი კონკურსანტი, ნინი ბრეგვაძე, The Voice-ის ნახევარფინალშია. რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ ნინიმ, 9 საუკეთესო მომღერალს შორის დაიკავა ადგილი და 11 დეკემბერს, „ვოისის“ სცენაზე კიდევ ერთხელ ვიხილავთ.

ვინ და როგორ შეძლებს ნინი ბრეგვაძის მხარდაჭერას THE VOICE-ის შემდეგ ეტაპზე?

ვინ და როგორ შეძლებს ნინი ბრეგვაძის მხარდაჭერას THE VOICE-ის შემდეგ ეტაპზე?

ქართველი მუსიკოსი ნინი ბრეგვაძე, ამერიკული The Voice-ში საკუთარ ისტორიას წერს. ახალგაზრდა მომღერალი ბრმა ქასტინგიდან მოყოლებული, მეგა შოუს ყოველ ახალ ეტაპზე გვაოცებს ჩვენც და The Voice-ის მილიონობით მაყურებელსაც. Nini Iris უკვე პროექტის 12 საუკეთესო მონაწილეს შორისაა და ამიერიდან ყველაფერს მაყურებელი წყვეტს.

5 ქართული ფილმი, რომელიც თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე აუცილებლად უნდა  ნახოთ

5 ქართული ფილმი, რომელიც თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე აუცილებლად უნდა ნახოთ

უკვე 24 წელია, ქართველი და უცხოელი კინომოყვარულები მოუთმენლად ელიან საქართველოში წლის მთავარი კინომოვლენის დაწყებას - 26 ნოემბერს, თბილისის რიგით 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. წლევანდელი კინოფესტივალი გამორჩეულია იმით, რომ მაყურებლებს შეუძლიათ ნახონ ისეთი ცნობილი და გამორჩეული რეჟისორების ფილმები, როგორებიც არიან ვეიტ ჰელმერი, აკი კაურისმიაკი, პედრო კოშტა და სხვები.

საიუბილეო 20 წლის აღსანიშნად LOVE ACTUALLY დიდ ეკრანებზე ბრუნდება

საიუბილეო 20 წლის აღსანიშნად LOVE ACTUALLY დიდ ეკრანებზე ბრუნდება

ჯადოსნური საახალწლო ამბები უკვე ხდება, რადგან ყველა დროის ყველაზე საყვარელი სადღესასწაულო ფილმი, Love Actually, კინოთეატრებში 7 დეკემბერს ბრუნდება.  რომანტიკული კომედიის შემქმნელები, მისი შემოქმედებითი გუნდი და სამსახიობო შემადგენლობა, ფილმის გამოსვლიდან მე-20 საიუბილეო წელს აღნიშნავენ.

CRISTÓBAL BALENCIAGA: სერიალი, რომელიც ლეგენდარული დიზაინერის პარიზში დაფუძნების ისტორიას გვიამბობს

CRISTÓBAL BALENCIAGA: სერიალი, რომელიც ლეგენდარული დიზაინერის პარიზში დაფუძნების ისტორიას გვიამბობს

ლეგენდარული მოდის დიზაინერების ცხოვრება, ყოველთვის საინტერესო იქნება აუდიტორიისთვის. ამაში Netflix-ის Halston-მა და FX-ის The Assassination of Gianni Versace-მ დაგვარწმუნეს. და სანამ Apple TV+ კოკო შანელისა და კრისტიან დიორის შესახებ იღებს შოუებს, Disney+ საკუთარ თავზე კრისტოფერ ბალენსიაგას შესახებ გადაწყვიტა ისტორიის მოყოლა.

5 ქართული ფილმი, რომელსაც თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ველოდებით

5 ქართული ფილმი, რომელსაც თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ველოდებით

რიგით, 24-ე საერთაშორისო კინო ფესტივალზე 100-ზე მეტი ნამუშევრის ჩვენებაა დაგეგმილი, რომელიც ტრადიციისამებრ, სექციებშია გადანაწილებული. წლევანდელი ფესტივალის პროგრამა საოცრად დახუნძლული და მრავალფეროვანია. მხოლოდ „ქართული პანორამაში” 32 სრული და მოკლემეტრაჟიანი, მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმია გაერთიანებული.

BANKSY-მ საკუთარი ვინაობა 2003 წელს BBC-სთან მიცემულ ინტერვიუში გაამხილა

BANKSY-მ საკუთარი ვინაობა 2003 წელს BBC-სთან მიცემულ ინტერვიუში გაამხილა

წარმოიდგინეთ, ორი ათწლეულის განმავლობაში გქონდეთ ექსკლუზივი, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი გრაფიტის არტისტის ვინაობის შესახებ და ის მხოლოდ ახლა აღმოაჩინოთ.  BBC-ის თანამშრომლებისთვის ეს ნაცნობი გრძნობაა. მათ 20 წლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ 2003 წლიდან მოყოლებული, მხოლოდ BBC-მ იცოდა Banksy-ის სახელი, თუმცა ეს ინტერვიუ არასდროს გამოუქვეყნებიათ.

ზევით