კულტურა

ეროვნული გალერეა კრისტიან დიორის ქართველი მხატვრის, თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის, გამოფენას უმასპინძლებს

ეროვნული გალერეა კრისტიან დიორის ქართველი მხატვრის, თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის, გამოფენას უმასპინძლებს

2023 წლის 19 ნოემბერს, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეაში, თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის ნამუშევრების გამოფენა გახსნება. თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე წლების განმავლობაში იყო სან პაულოს თეატრის მხატვარი. აღსანიშნავია, რომ მან XX საუკუნის 50-იან წლებში რამდენიმე ესკიზი შექმნა ფრანგული მოდის სახლი Dior-ისთვისაც.

C CORPORATION-ის გუნდის ახალი პროექტი სერიალი „მარჯვენა სანაპირო“ ეთერში დღეიდან გავა

C CORPORATION-ის გუნდის ახალი პროექტი სერიალი „მარჯვენა სანაპირო“ ეთერში დღეიდან გავა

14 ნოემბერს, C Corporation-ის გუნდი კიდევ ერთი, ახალი ქართული სერიალის, „მარჯვენა სანაპიროს“ პრემიერას გამართავს. დღეიდან, ყოველ სამშაბათს, 21:00 საათზე, TV C-ის მაყურებელი, ხოლო Youtube-ის მაყურებელი კომედი ჯგუფის არხზე, ახალ სერიალს დაელოდება, რომელსაც ამ დროის მონაცემებით უკვე 582 000 გამომწერი ჰყავს.

„თანამედროვე ჯოტოდ“ წოდებული ნიკო ფიროსმანის შემოქმედება  ბეილერის ფონდში იწონებს თავს

„თანამედროვე ჯოტოდ“ წოდებული ნიკო ფიროსმანის შემოქმედება ბეილერის ფონდში იწონებს თავს

„ის არის თანამედროვე ჯოტო“ - ამ სიტყვებით ახასიათებენ ქართველ პრიმიტივისტ გენიოსს ნიკო ფიროსმანს, არტ-კრიტიკოსები. 2023 წლის 17 სექტემბრიდან, შვეიცარიაში, ბეილერის ფონდში, ნიკო ფიროსმანის შემოქმედება, მოდერნისტული და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების გვერდით არის გამოფენილი.

11 ნოემბერს ქართველი მსმენელის წინაშე განუმეორებელი ლიზა სტენსფილდი წარდგება

11 ნოემბერს ქართველი მსმენელის წინაშე განუმეორებელი ლიზა სტენსფილდი წარდგება

Falestra-სა და Mastercard-ის მუსიკალური სერიები გრძელდება. 11 ნოემბერს ქართველი მსმენელის წინაშე აქსის თაუერსში, ბრიტანელი მომღერალი ლიზა სტენსფილდი წარდგება.

ელენე ყორღანაშვილი: „ყველაზე სასიამოვნო რამ, რაც შეიძლება მერქვას, ეს მწერალია“

ელენე ყორღანაშვილი: „ყველაზე სასიამოვნო რამ, რაც შეიძლება მერქვას, ეს მწერალია“

ნოემბრის 10-12 რიცხვებში, თბილისის წიგნის დღეებზე თუ აღმოჩნდებით, გამომცემლობა "წიგნიერის" სტენდთან რამდენიმე წამით შეჩერებას გირჩევთ, რომელზეც ახალგაზრდა, ნიჭიერი და პერსპექტიული მწერლის, ელენე ყორღანაშვილის სადებიუტო წიგნი „სიყვარულით, არავინ“ დაგხვდებათ. ელენე თსუ-ში, იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრის დამამთავრებელ კურსზე სწავლობს და გვიმხელს, რომ „ყველაზე სასიამოვნო რამ, რაც შეიძლება მერქვას, ეს მწერალია“.

ყველაფერი, რაც რაიან მერფის Capote vs. The Swans-ის შესახებ ვიცით

ყველაფერი, რაც რაიან მერფის Capote vs. The Swans-ის შესახებ ვიცით

რაიან მერფის ანთოლოგიის Feud-ის მეორე ნაწილი ეკრანებზე ბრუნდება, თანაც ძალიან რეალური ისტორიითა და საოცნებო სამსახიობო შემადგენლობით. Capote vs. The Swans ტრუმენ კაპოტესა და მისი სოციალისტური „გედების“ სკანდალურ და ნამდვილ ამბავს მოგვიყვება, რომელმაც 1970-იანი წლების მანჰეტენის მაღალი საზოგადოება შეძრა.

„ქალი ჩემში“: ბრიტნი სპირსის მემუარების ყველაზე მოულოდნელი მომენტები

„ქალი ჩემში“: ბრიტნი სპირსის მემუარების ყველაზე მოულოდნელი მომენტები

ბრიტნი სპირსის მემუარები „ქალი ჩემში“ გამოქვეყნდა და პოპის პრინცესამ, ამჯერად, შანსი ხელიდან არ გაუშვა, რათა ავტობიოგრაფიულ წიგნში, საკუთარი ცხოვრების ისტორიის ბრიტნისეული მხარე დაგვანახა. მემუარები, გამოსვლის დღიდან იქცა განხილვის საგნად და თუ გავითვალისწინებთ, რამდენად მტკივნეულ, პირადულ და აქამდე უთქმელ თემებს შეეხო მასში მომღერალი, დავრწმუნდებით, რომ ატეხილი აჟიოტაჟი უსაფუძვლო ნამდვილად არ არის.

ნინო ძანძავას გამოფენა „ლურჯი დღიური“ გალერეა 4710-ში

ნინო ძანძავას გამოფენა „ლურჯი დღიური“ გალერეა 4710-ში

27 ოქრომბერს, გალერეა 4710-ში, ნინო ძანძავას გამოფენა - „ლურჯი დღიური“ გაიხსნება, რომელიც EU4Dialogue პროექტის ფარგლებში, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის მიერ გახლავთ ორგანიზებული. წარმოდგენილი ნამუშევრების სერია სპეციალურად გამოფენისთვის შეიქმნა.

გუჯი - „მსოფლიოს უდიდესი ოქრომჭედლის“ რეტროსპექტიული გამოფენა პარიზში გაიხსნა

გუჯი - „მსოფლიოს უდიდესი ოქრომჭედლის“ რეტროსპექტიული გამოფენა პარიზში გაიხსნა

საფრანგეთის კულტურის სამინისტროს მიერ ხელოვნების მეტრად (Maître d’art) აღიარებული ქართველი მოქანდაკის, ოქრომჭედლისა და იუველირის, გუჯი ამაშუკელის რეტროსპექტიული გამოფენა პარიზში, მერიის დარბაზში გაიხსნა. ექსპოზიცია სახელწოდებით "გუჯი პარიზში", ხელოვანის მიერ უკანასკნელ 48 წლის განმავლობაში შექმნილ ნივთებსა და სამკაულებს აერთიანებს.

„მგზავრების“ მუსიკალური კლიპი EMEA AWARDS-ზე წლის საუკეთესო ვიდეორგოლების მოკლე სიაში მოხვდა

„მგზავრების“ მუსიკალური კლიპი EMEA AWARDS-ზე წლის საუკეთესო ვიდეორგოლების მოკლე სიაში მოხვდა

2023 წლის EMEA-ის ნომინანტთა სიაში, წლის საუკეთესო კლიპის ნომინაცია, ჯგუფ „მგზავრების“ მუსიკალურმა კლიპმა WALTZ-მა მოიპოვა. სიახლე, ვიდეო კლიპის რეჟისორმა ლადო კვიტიამ სოციალურ ქსელში პირადად გაგვიზიარა.

ზევით