შლაპუნები სეზონის ყველაზე ტრენდული ფეხსაცმელი
კოპენჰაგენის მოდის კვირეულზე შლაპუნებმა მაღალი მოდის სტატუსი მოიპოვეს. ნახეთ როგორ იქცა ეს მარტივი საზაფხულო ფეხსაცმელი სეზონის ყველაზე ტრენდულ აქსესუარად.
2022 წელი სილამაზის სამყაროსთვის, უდავოდ Clean Beauty-ს გარშემო იტრიალებს და ამის ნათელი მაგალითი, ფრანგული ბრენდის უახლესი სილამაზის ხაზია, რომელიც Chanel-მა რამდენიმე დღის წინ გამოუშვა. N°1 de Chanel ბრენდის განახლებული ხაზია, ახალი პერსპექტივებით და რა თქმა უნდა უახლესი პროდუქტებით, რომლებიც თქვენს მოსანუსხად უკვე მზად არიან.
რა გამოარჩევს N°1 ხაზს?
ლაქშერი პროდუქტი ეკომეგობრულ შეფუთვაში - ეს Chanel-ის პირველი კოლექციაა, რომელიც სილამაზის თითოეულ კატეგორიას აერთიანებს: N°1 ხაზი მოიცავს როგორც კანის მოვლას, აგრეთვე მაკიაჟსა და პარფიუმერიას. რაც მთავარია, ბრენდის ახალი ხაზი სუფთა და მდგრადია და როგორც Chanel-ის წარმომადგენლები იუწყებიან - შექმნილია დადებითი ემოციების მისაღებად.
N°1 de Chanel-ის ხაზი ჯამში 9 პროდუქტს აერთიანებს, მათ შორის ქაფიან დასაბან საშუალებას, შრატს მისტში, ტონალურ საცხს იდალური კანისთვის, ტუჩსაცხებსა და სუნამოების მისტს. ახალი პროდუქტების ღირებულება 45$-დან 160$-მდე მერყეობს და მათი შეძენა უკვე შესაძლებელია ონლაინ მაღაზიებში.
Chanel-ის სილამაზის ახალი ხაზის მთავარი სიმბოლო კამელიას წითელი ყვავილია. მისი ექსტრაქტი აფერხებს დაბერების პროცესს და ამავდროულად ხელს უწყობს სახის კანის გამოცოცხლებას, მკვდარი უჯრედებისგან გათავისუფლებასა და უჯრედების ცვლის პროცესის გაუმჯობესებას.
N°1 DE CHANEL REVITALIZING SERUM
N°1 DE CHANEL REVITALIZING CREAM
N°1 DE CHANEL REVITALIZING SERUM-IN-MIST
N°1 DE CHANEL LIP AND CHEEK BALM
N°1 DE CHANEL REVITALIZING FOUNDATION