ბრიტანულმა ბრენდმა COS გაზაფხული/ზაფხული 2025-ის კოლექცია ათენში, ისტორიულ Dionyssomarble-ის კარიერში წარადგინა — სივრცეში, რომლის მარმარილოც პართენონისა და ერექთეონის მშენებლობისთვისაც გამოიყენებოდა. კოლექცია თავად ქალაქითა და სკულპტურული ფორმებით არის შთაგონებული.
ათენი COS-ის SS 2025 წლის კოლექციის მთავარია გმირია. ქალაქი, სადაც ანტიკური არქიტექტურა თანამედროვეობას ერწყმის, კოლექციის თითოეული დეტალის ინსპირაციად იქცა.
მოდელები რკინის კიბიდან ეშვებოდნენ და გრანდიოზულ მარმარილოს სივრცეში მოძრაობდნენ.
არანაკლებ შთამბეჭდავი იყო ჩვენების სტუმრებიც, მათ შორის COS-ის ახალი კამპანიის სახე და ფილმ The Brutalist-ის გმირი, ადრიენ ბროუდი. მსახიობს გვერდს ბრენდის მეგობრები: ჯემა ჩანი, ჯოდი ტერნერ-სმიტი და შერონ სტოუნი უმშვენებდნენ.
კოლექცია თანამედროვე არქიტექტურისა და ბერძნული თარგების დახვეწილი ერთობაა. ჰაეროვანი ქსოვილები, თანამედროვე და დახვეწილი სილუეტები, ბუნებრივი, რბილი პალიტრით: მუქი ყავისფერი, კრემისფერი, პასტელური ვარდისფერი და ფერმკრთალი თეთრი.
COS-ის კოლექციაში გამორჩეული ადგილი უკავია მარმარილოს ინსპირირებულ პრინტს — სინამდვილეში ყვავილების კვირტებით შექმნილი ილუზია. დიზაინერებმა ობიექტივზე მიკრული ნაზი ყვავილებით მარმარილოს ვიზუალი ახალი ინტერპრეტაციით წარადგინეს — ათენის მარმარილოს კარიერის მსგავსად, ხიდი წარსულსა და მომავალს შორის.
COS-ის ჩვენებამ დაამტკიცა, რომ მოდას შთაბეჭდილების მოსახდენად არ სჭირდება პროვოკაციული ვიზუალი. საკმარისია ფორმა, სიღრმე და გარემო.
ფრანგული სილამაზის ბრენდი Dessange Paris უკვე ათწლეულზე მეტია, რაც თბილისშიც საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებულ სერვისებს გვთავაზობს. ჩვენთან ინტერვიუში Dessange Tbilisi-ს გუნდი ბრენდის ფილოსოფიაზე, ზაფხულის ტენდენციებსა და სერვისების მრავალფეროვნებაზე გვესაუბრა.
The Devil Wears Prada 2–ის გადაღებები ნიუ-იორკის მუზეუმში მიმდინარეობს, სადაც გამოგონილი Met Gala-ს სცენაში მერილ სტრიპი, სიმონ ეშლი და სტენლი ტუჩი მაღალი მოდის კოსტიუმებში გვევლინებიან. კოსტიუმების ავტორი პატრიშა ფილდის მემკვიდრე მოლი როჯერსია.
ზაფხულის ცხელი დღეებისთვის სადილსა და ვახშამზე სალათა საუკეთესო არჩევანია. თუ კლასიკური რეცეპტები მოგბეზრდათ, ჩვენი საზაფხულო რეცეპტებით შეგიძლიათ მოამზადოთ მსუბუქი კერძი.