2025 წლის მეთ გალას ვარსკვლავური ლუქები
Met Gala 2025-ზე ვარსკვლავები ელეგანტური და უნიკალური ლუქებით ბრწყინავდნენ — დაათვალიერეთ მოდის ყველაზე მნიშვნელოვანი დღის ლუქები.
Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია, რომელიც ამ პოზიციას 2015 წლიდან ამაყად იკავებს, გაჩერებას არ აპირებს და ამჯერად ფრანგული მოდის სახლთან ერთად Haute Couture სადებიუტო კოლექციისთვის ემზადება. დემნამ, მისხალ-მისხალ შეისწავლა კრისტოფერ ბალენსიაგას სილუეტები და ამაღელვებელ პირველ კოლექციაზე სასაუბროდ ყოველწლიურ მოდურ კონფერენციას უერთდება.
Haute couture ამ მოდის სახლთან, დაარსების დღიდან ასოცირდება, სწორედ ამიტომ მისი დაბრუნება ჩემი ვალია - განაცხადა დემნა გვასალიამ.
დემნა გვასალია Forces of Fashion-ის სპიკერთა შორის სულ რამდენიმე საათის წინ დასახელდა, ქართველი დიზაინერის გარდა, ივლისის 7-8 რიცხვებში გამართულ კონფერენციას ისეთი ცნობილი სახეებიც დაესწრებიან, როგორებიც: ჯონ გალიანო, მარკ ჯეიკობსი, ალესანდრო მიკელე გახლავთ, თუმცა ეს ყველაფერი არ არის, მოდის წამყვანი სახელების გარდა Forces of Fashion-ის კონფერენციაზე, რიანას, ბილი აილიშსა და ქარდი ბისაც ვიხილავთ.
Forces of Fashion-ზე დასასწრები ბილეთები და მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ, კონფერენციის ვებ-გვერდზე იხილოთ.