მზე, ღვინო და ნოდარიკო ხუციშვილი კახეთის გულში
თბილისიდან სულ რაღაც ერთი საათის სავალზე „შატო მერე“ მდებარეობს - თანამედროვეობისა და ტრადიციების სინთეზით შექმნილი სივრცე, რომელიც სასიამოვნო დასვენებას გვპირდება. შატო მერე 10 მაისს ნოდარიკო ხუციშვილის კონცერტს უმასპინძლებს და ქალაქის ხმაურით გადაღლილ, სიმშვიდეს მოწყურებულ სტუმრებს ელოდება.