შლაპუნები სეზონის ყველაზე ტრენდული ფეხსაცმელი
კოპენჰაგენის მოდის კვირეულზე შლაპუნებმა მაღალი მოდის სტატუსი მოიპოვეს. ნახეთ როგორ იქცა ეს მარტივი საზაფხულო ფეხსაცმელი სეზონის ყველაზე ტრენდულ აქსესუარად.
ვინაიდან შობა განსაკუთრებული დღესასწაულია, ადამიანები დედამიწის ყველა კუთხიდან, მათ, ვისაც შობის ჯადოსნურობის სჯერა, ამ დღესასწაულს განსაკუთრებით ეგებება. მიუხედავად იმისა, რომ მართმადიდებლური სამყარო შობას 6 იანვრის ღამეს ეგებება, საშობაო სუფრასა თუ სახლის დეკორს არანაკლებ ყუარდღებას აქცევს. Dior Maison-ის კრეატიული დირექტორის კორდელი დე კასტელანის საშობა სუფრა, შესაძლოა თქვენთვისაც ერთგვარ ინსპირაციად იქცეს.
კორდელი დე კასტელანის სადღესასწაულო მაგიდა ყვავილების ფერადი თაიგულებით არის მორთული და მას Dior-ის ჭურჭელი ამშვენებს, რომლის დიზაინიც პულიაში გამართული მოდის სახლის 2021 წლის საკრუიზო კოლექციის ჩვენებით არის ინსპირირებული.
ვინტაჟისა და თანამედროვე სტილის ელეგანტური შერწყმა იგრძნობა ჭიქებშიც, რომლის დიზაინიც ბრენდის საიუველირო ნაწარმის Dior Joaillerie-ის არტ დირექტორის ვიქტუარ დე კასტელანის მიერ იქმნა შექმნილი.
როგორც ცნობილია, კრისტიან დიორი გიჟდებოდა შობის დღესასწაულზე და განსაკუთრებით ემზადებოდა წალიწადის ამ დროისთვის, რომელიც ასე სავსეა ჯადოსნური მომენტებით.