3 ივნისს დედაენის პარკში ექსტრემალური სპორტის ფესტივალი კიდევ ერთხელ გაიმართა, თუმცა, ბევრად უფრო მასშტაბურად, ვიდრე გასულ წელს. Extreme Fest Tbilisi-ის მთავარი მესიჯი "სპორტი გვაერთიანებს" გახლავთ. ფესტივალის ორგანიზატორები არსენ მამიტოვი და შმაგი სამხარაძე არიან. არსენი არის ოსი, წარმოშობით ცხინვალიდან. მისი მიზანია საქართველოში განავითაროს ექსტრემალური სპორტის სახეობები და ქართველ ახალგაზრდებს მისცეს შესაძლებლობა საკუთარი ქვეყანა სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმებზე ღირსეულად წარადგინონ.
შეჯიბრის პროგრამა, ადგილობრივი რაიდერებისთვის, შემდეგ დისციპლინებს მოიცავდა: Skateboard, BMX, Aggressive Inline და Kickscooter.
Extreme Fest Tbilisi-ის მონაწილეები, რომლებიც Pull&Bear-ის სამოსით სპეციალური პერფომანსით წარსდგნენ საზოგადოების წინაშე.
ფესტივალს ყველა ასაკის, თუ ინტერესების მქონე მაყურებელი ჰყავს. ამჯერად სტუმრებს შორის ახალგორიდან დევნილი ბავშვებიც იყვნენ. ახალაგზრდების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებაზე კი კომპანია Bene Exclusive-მა იზრუნა.
ქართველი და ოსი ახალგაზრდები, რომლებიც Extreme Fest Tbilisi-ის ირგვლივ გაერთიანდნენ, მიზნად ისახავენ საკუთარი საქმიანობით ხელი შეუწყონ შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს.
ახალგორის ახალგაზრდები ფრეზეთის დევნილთა დასახლებიდან. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ მოახდინა ახალგორის მუნიციპალიტეტის ოკუპაცია.
მე მჯერა, რომ ჩვენი სლოგანი - „სპორტი აერთიანებს“ ჭეშმარიტებაა და სპორტის ამ სახეობებით ბევრი კარგი რაღაცის გაკეთება და მიღწევაა შესაძლებელი, - არსენ მამიტოვი
არსენ მამიტოვი და შმაგი სამხარაძე
❝ მივესალმები TheDiar-ს მკითხველს. მე ვარ არსენ მამიტოვი ვარ, წარმოშობით ცხინვალის რეგიონიდან. ექსტრემალური სპორტის ამ სახეობების განვითარება იმიტომ გადავწყვიტე, რომ საქართველოში ძალიან დიდ შესაძლებლობებს ვხედავ. ამიტომ, მჯერა რომ რამდენიმე წელიწადში შევძლებთ ისეთი ლოკალური რაიდერები გავზარდოთ საქართველოში, რომლებიც საერთაშორისო დონის ჩემპიონატებზეც მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის ოლიმპიადებზეც კი. მე მჯერა ამის და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მიზანს მივაღწიო. მე ასევე მჯერა, რომ ჩვენი სლოგანი - „სპორტი აერთიანებს“ ჭეშმარიტებაა და სპორტის ამ სახეობებით ბევრი კარგი რაღაცის გაკეთება და მიღწევაა შესაძლებელი.
❝ წინა შეჯიბრის პრიზიორი და ამავდროულად ტრენერიც ვარ. თუკი მეტი შესაძლებლობა მოგვეცემა, ევროპისა თუ სხვა საერთაშორისო კონკურსებზე ღირსეულად შევძლებთ ასპარეზობას. დედაენის პარკში სხვადასხვა ასაკისა და ეროვნების ხალხი იკრიბება, ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას, ვუმეგობრდებით ერთმანეთს. სპორტი ნამდვილად აერთიანებს, - დავით მეტრეველი, Extreme Fest 2023-ის ფინალისტი კატეგორიაში "აგრესიული გორგოლაჭები".
დავით მეტრეველი, Extreme Fest 2022-ის ფინალისტი
სპორტი არის ის კულტურა, რომელიც აერთიანებს ყველას, სხვადასხვა ეთნოსის, მრწამსისა თუ შესაძლებლობების ადამიანებს. ეს არ არის ის სივრცე, სადაც შეიძლება ადამიანები რაიმე ნიშნით დაყო, გარდა სპორტული უნარ-ჩვევებისა, - მარიამ სანოგო, ტელეწამყვანი
მარიამ საონოგო, ტელეწამყვანი, ინფლუენსერი
გასული წლის შემოდგომაზე დედაენის პარკში ექსტრემალური სპორტის ფესტივალი საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით პირველად ჩატარდა და მას შემდეგ, ყოველ ახალ ღონისძიებაზე, ექსტრემალური სპორტის მოყვარულების სულ უფრო და უფრო დიდ რაოდენობას აერთიანებს.
როცა დღეები ღამეზე გრძელია და ქალაქის პარკები მზის მოყვარულებით ივსება, ჰარი სტაილზიც „გამოიზაფხულებს“ ხოლმე, ივიწყებს მსოფლიო პოპ ვარსკვლავის სტატუსს და ქუჩებში ისე გადაადგილდება, თითქოს ჩვეულებრივი ლონდონელი იყოს.
ენტონი ვაკარელო Saint Laurent-ის მემკვიდრეობას აგრძელებს, თუმცა თანამედროვე შტრიხებით. მატილდა გვარლიანი კამპანიის მთავარი გმირია – ბუნებრივად ირგებს ამ თავშეკავებულ ამბოხს.
Louis Vuitton-ის 2026 წლის კრუიზ კოლექციის ჩვენება ავინიონში, პაპთა სასახლეში გაიმართა. პირველ რიგებში გამოჩნდნენ ბრიჯიტ მაკრონი, კატრინ დენევი და ქეით ბლანშეტი. ჩვენებაზე ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც ვიხილეთ.