ლუი ვიტონის 2026 წლის კრუიზ კოლექციის ჩვენება საფრანგეთის ქალაქ ავინიონში, ერთ-ერთ გამორჩეულ ისტორიულ-არქიტექტურულ ძეგლში – პაპის სასახლეში გაიმართა. ეს ძეგლი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და ევროპის ერთ-ერთ უდიდეს სასახლედ ითვლება. 1309–1377 წლებში სწორედ აქ მდებარეობდა რომის პაპების რეზიდენცია.
ნიკოლა ჟესკიერმა ეს სივრცე მხოლოდ ვიზუალური ეფექტისთვის არ შეარჩია – სასახლის არქიტექტურა ბუნებრივად ეხმიანებოდა როგორც კოლექციის სტრუქტურას, ისე მის კონცეპტუალურ ჩარჩოს. ბოლო წლებში თვალსაჩინოა ტენდენცია, როცა დიზაინერები განგებ ირჩევენ ისტორიულ ადგილებს, რათა მოდის ჩვენებას დროითი განზომილება და კულტურული კონტექსტი შემატონ.
საღამოს შუქზე, როცა მზის სხივები ქვის თაღებს უკან ნელა ქრებოდნენ, პოდიუმზე თანმიმდევრობით გამოჩნდნენ Louis Vuitton-ის კრუიზ კოლექციის სილუეტები – პლისე ქსოვილები, ბრჭყვიალა დეტალები, მბზინავი გლადიატორის სტილის ფეხსაცმელები და ჯაჭვის სტრუქტურის მქონე ტექსტურები.
ლუი ვიტონის ჩვენებაზე მატილდა გვარლიანიც გამოჩნდა. ქართველი მოდელი, რომელიც დღეს უკვე არაერთი გავლენიანი მოდის სახლის ყურადღების ცენტრშია.
ჩვენებას ავინიონში საფრანგეთის პირველი ლედი, ბრიჯიტ მაკრონიც დაესწრო, რომელიც მუქი ლურჯი კოსტიუმით წარსდგა. ფრანგული კინოს ლეგენდა კატრინ დენევი შავი ტყავის პალტოთი იყო წარმოდგენილი. ქეით ბლანშეტმა კი თეთრი აბრეშუმის ბლუზა ტყავის შარვალს შეუხამა.
ბრენდის ელჩმა, ემა სტოუნმა, ყვავილოვანი პრინტით გაფორმებული Louis Vuitton-ის ჰაეროვანი კაბა მოირგო, ხოლო ალისია ვიკანდერი ჩვენებაზე შავი ველვეტის მინი კაბით გამოჩნდა, რომელსაც წითელი ბაფთა ამშვენებდა.
განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო სოფი ტერნერის გამოჩენამ. მსახიობს ეცვა მუქი ლურჯი კოსტიუმი ძვირფასი ქვების პრინტით.
ქართველმა მოდის ბრენდებმა BLIKVANGER და INDIVIDI, მერსედეს-ბენცის აზერბაიჯანის მოდის კვირეულზე ერთობლივი კოლექცია წარადგინეს. მიუხედავად ბრენდების განსხვავებული ესთეტიკისა, კოლექციამ ერთიანობა შეინარჩუნა, რადგან ორივე ბრენდის წარმოდგენილი სამოსი მთავარ თემას –„ქალის ბუნების ცვლილება დროში“ – ეფუძნებოდა.
აზერბაიჯანის დედაქალმა 15-17 მაისს Mercedes-Benz-ის სადებიუტო მოდის კვირეულს უმასპინძლა. კვირეულის ერთ-ერთი ორგანიზატორი, აისელ ჰუსეინოვა, ჩვენთან ინტერვიუში ამ ღონისძიების მნიშვნელობაზე, ბაქოს როგორც კულტურული პლატფორმის გაძლიერებაზე და ადგილობრივი დიზაინერების მხარდაჭერის გეგმებზე საუბრობს.
ბაქოში გამართულ Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი იყო აზერბაიჯანელი დიზაინერის ნამუშევრების ექსპოზიცია, რომლის კურატორიც დიზაინერი ლეილა იმანოვა გახლდათ. The Diary-სთან ინტერვიუში ლეილა გამოფენის კონცეფციაზე, მის კულტურულ მნიშვნელობასა და იდეის განხორციელების პროცესზე გვესაუბრება.