შლაპუნები სეზონის ყველაზე ტრენდული ფეხსაცმელი
კოპენჰაგენის მოდის კვირეულზე შლაპუნებმა მაღალი მოდის სტატუსი მოიპოვეს. ნახეთ როგორ იქცა ეს მარტივი საზაფხულო ფეხსაცმელი სეზონის ყველაზე ტრენდულ აქსესუარად.
ბრიტანეთის სამეფო ოჯახი საუკუნის ტრადიციებს იცავს და საახალწლო სუფრის მთავარ გმირად ისევ ინდაურს მიიჩნევს.
• 1 ც ინდაურის მკერდი
• 4 ნაჭერი პური
• 6 ნაჭერი ბეკონი (კუბიკებად დაჭრილი)
• 1 ც ხახვი (წვრილად დაჭრილი)
• 1 ც კვერცხი
• 1/8 ლ რძე
• 50 გრ კარაქი
• მარილი
• შავი პილპილი
• 2 ჩ/კ წვრილად დაჭრილი ოხრახუში
პური გახუხეთ და პატარა კუბიკებად დაჭერით. კარგად შეწვით ბეკონი და წვრილად დაჭერით. დაუმატეთ ხახვი, პური, რძე, ოხრახუში და შეაზავეთ მარილითა და შავი პილპილით. 10 წუთის შემდეგ კი კვერცხიც შეურიეთ. მიღებული მიქსი მოათავსეთ ინდაურის მკერდის კანსა და ხორცს შორის, ზედაპირზე სუნელები მოაყარეთ და ფოლგაში მოათავსეთ. გააცხელეთ ღუმელი 70 გრადუსზე და ინდაურის მკერდი 8 საათის განმავლობაში გამოაცხვეთ. ინდაური გააგრილეთ, ფოლგა შემოაცალეთ და 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში დააბრუნეთ. გამოაცხვეთ 40 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი თანაბრად დაჭერით და სუფრაზე გაიტანეთ.