#მოდა

BLIKVANGER x INDIVIDI აზერბაიჯანის მერსედეს-ბენცის კვირეულზე

გაზიარება:

ქართველმა დიზაინერებმა, ანი ცინცქილაძემ (Blikvanger) და თამარ დავითნიძემ (Individi), მერსედეს-ბენცის აზერბაიჯანის მოდის კვირეულზე ერთობლივი კოლექცია წარადგინეს. როგორც თავად ამბობენ, ამ ჩვენებაზე ერთად მუშაობა ნდობასა და პროფესიულ პატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობის მაგალითია.

„ამ პროცესში იბადება ისეთი რამ, რაც სცილდება მხოლოდ „ჩემს“ ან „შენს“ კოლექციას და იქმნება ახალი პლატფორმა, ახალი ხმა“, – აღნიშნავენ დიზაინერები.

BLIKVANGER, IDIVIDI Georgia, ქართული ბრენდი, მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული აზერბაიჯანში, Mercedes-Benz Fashion Week Azerbaijan

კვირეულისთვის შექმნილი კოლექცია მთლიანობაში 43 ლუქს მოიცავდა. მისი სტრუქტურა ვიზუალურ ნარატივზე იყო აგებული – დიზაინები ზამთრის მძიმე ტექსტურებიდან ნელ-ნელა გაზაფხულისა და ზაფხულის მსუბუქ, გამჭვირვალე მატერიებზე გადადიოდა. პოდიუმზე მოდელებმა მხოლოდ 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის ლუქები მოირგეს, ხოლო ზამთრის სამოსი შოურუმში იყო წარმოდგენილი.

BLIKVANGER, IDIVIDI Georgia, ქართული ბრენდი, მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული აზერბაიჯანში, Mercedes-Benz Fashion Week Azerbaijan

ჩვენების მთავარი იდეა დიალოგი და განსხვავებული იდენტობების შერწყმა გახლდათ. პოდიუმზე INDIVIDI-ს მკვეთრად სტრუქტურირებული ფორმები BLIKVANGER-ის კონცეპტუალურ მიდგომას ხვდებოდა. მიუხედავად ბრენდების განსხვავებული ესთეტიკისა, კოლექციამ ერთიანობა მაინც შეინარჩუნა, რადგან ორივე ბრენდის მიერ წარმოდგენილი სამოსი მთავარ თემას „ქალის ბუნების ცვლილება დროში“ ეფუძნებოდა.

BLIKVANGER, IDIVIDI Georgia, ქართული ბრენდი, მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული აზერბაიჯანში, Mercedes-Benz Fashion Week Azerbaijan

BLIKVANGER კონცეპტუალური მონობრენდია, რომელიც 2016 წლიდან ტანსაცმელსა და აქსესუარებს ქმნის. INDIVIDI კი თავისი მკვეთრი სილუეტებითა და თანამედროვე დიზაინით არის ცნობილი. ორივე ბრენდი უპირატესობას ეკომეგობრულ წარმოების მეთოდებს ანიჭებს. ბრენდებს თანამშრომლობის გამოცდილება მანამდეც ჰქონდათ, თუმცა ამჯერად დიზაინერებმა გადაწყვიტეს, თავიანთი განსხვავებული ხედვები სრულად გაეერთიანებინათ, ერთიანი ძალებით შეექმნათ და შემდეგ საერთო სცენაზე წარედგინათ ორივე ბრენდის იდენტობის გამომხატველი კოლექცია.

„ბრენდების თანამშრომლობა არის შესაძლებლობა და არა კონკურენცია. კოლაბორაცია მოდის ის განზომილებაა, სადაც ერთმანეთს ვავსებთ და არა ვანაცვლებთ“, – აღნიშნავენ დიზაინერები.

BLIKVANGER, IDIVIDI Georgia, ქართული ბრენდი, მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული აზერბაიჯანში, Mercedes-Benz Fashion Week Azerbaijan

ქართველი დიზაინერები აზერბაიჯანის მოდის კვირეულზე სხვადასხვა სახით იყვნენ წარმოდგენილები, თუმცა პოდიუმი მხოლოდ BLIKVANGER x INDIVIDI-ს დაეთმო.

„როდესაც უცხოეთში საქართველოს სახელით გამოდიხარ, ეს არის პასუხისმგებლობა და სიამაყე. კვირეულიდან დავბრუნდით შთაგონებულები, მოტივირებულები და მადლიერები იმ მხარდაჭერისთვის, რაც როგორც სხვებისგან, ასევე ერთმანეთისგან მივიღეთ“.

BLIKVANGER, IDIVIDI Georgia, ქართული ბრენდი, მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული აზერბაიჯანში, Mercedes-Benz Fashion Week Azerbaijan

BLIKVANGER, IDIVIDI Georgia, ქართული ბრენდი, მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული აზერბაიჯანში, Mercedes-Benz Fashion Week Azerbaijan

ფოტოები: adilyusifov

ზევით