2025 წლის მეთ გალას ვარსკვლავური ლუქები
Met Gala 2025-ზე ვარსკვლავები ელეგანტური და უნიკალური ლუქებით ბრწყინავდნენ — დაათვალიერეთ მოდის ყველაზე მნიშვნელოვანი დღის ლუქები.
ცნობილი ქართველი მოდელი და უკვე მდგრადი მოდის განვითარების ამბასადორი, თაკო ნაცვლიშვილი, გვიანი გაზაფხულის დღეებს იტალიაში ატარებს. გასულ უქმეებზე, თაკომ, საკუთარ Instagram გვერდზე იტალიური უიქენდის ფოტოები გაგვიზიარა და პოსტებითა თუ სთორის ფოტოებით იმ ქუჩებში შეგვახედა, რომელსაც მსოფლიო პანდემიამ წელიწადზე მეტია დაგვაშორა.
უქმე დღეების სტილისთვის თაკომ ფერადი, მხიარული და მარტივი ჩაცმულობა შეარჩია. მოდელმა, ვარდისფერის რამდენიმე ვარიაცია ერთდროულად გამოიყენა: მაღალწელიანი შარვალი, ხელჩანთა, სათვალე და მოსაცმელი პერანგი, ოთხივე ერთი ფერის სხვადასხვა ელფერს წარმოადგენდენ, თუმცა იდეალურად ერწყმოდნენ ერთმანეთს.
ვარდისფერს თაკომ ყვითელი ფერი შეუხამა და მაღალწელიან შარვალთან ღრმა ჭრილიანი ტოპი მორიგო, ფეხზე კი მოდელმა შავი ფერის სანდლები შეარჩია.
HIGH-WAIST SPLIT-HEM TROUSERS
SLEEVELESS KNIT TOP
ANIMAL PRINT MINI CITY BAG
FLAT SANDALS WITH SHINY DETAILS