ჰონგ-კონგმა ერთი დღის წინ, Louis Vuitton-სა და ფარელ უილიამსს, Tsim Sha Tsui-ზე გაშლილი ხელებით უმასპინძლა. ფრანგულმა მოდის სახლმა, მეგაპოლისში მამაკაცის ხაზი პირველად წარადგინა და დებიუტისთვის შედეგმა, მოლოდინსაც კი გადააჭარბა. ამას დაემატა ისიც, რომ ფარელ უილიამსს, Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის ახალ კრეატიულ დირექტორს, შესაძლებლობა მიეცა საკუთარი ხედვა მაქსიმალურად გამოევლინა და მან ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა.
ვირჯინია ბიჩზე დაბადებულმა დიზაინერმა, მშობლიური ქალაქისგან აღებული შთაგონება Louis Vuitton Men’s Pre-Fall 2024 კოლექციაში ჩააქსოვა. ფარელი არსებითად დაეყრდნო ვირჯინიის სანაპირო ელემენტებს. მაგრამ, მასზე ასევე დიდი გავლენა მოახდინა ჰონგ-კონგელი ბიზნესმენების ჩაცმის სტილმაც.
კოლექციაში წარმოდგენილი იყო დიდი ზომის ტყავის ჩანთები სამოგზაუროდ და ბერეტები, რომლებიც Louis Vuitton-ის პარიზულ ფესვებს უსვამდა ხაზს. მედიასთან საუბრისას ფარელმა თქვა, რომ კოლექციის შექმნისას, მან ძირითადი აქცენტი ორ არქეტიპზე გააკეთა, ესენი გახლდათ მეზღვაურის არქეტიპი და დენდი შვებულებაში. პირველ შემთხვევაში, დიზაინერმა, სხვადასხვა ფერის კოსტიუმები წარადგინა, მეორე არქეტიპისთვის კი ფარელი პრინტებზე, ნახატებზე და მხიარულ დეტალებზე ფოკუსირდა.
კრეატიული ხელმძღვანელის როლში რიგით მეორე ჩვენებისთვის, ფარელ უილიამსმა ჰონგ-კონგში ბიონსე, ჯეი-ზი, რიანა და სხვა ცნობილი სახეებიც ჩაიყვანა. ჩვენებამ ისეთივე პომპეზურობით ჩაიარა, როგორც ეს ეკლექტიკურ მეგაპოლისს, სახელგანთქმულ მოდის სახლსა და ფარელის წრეს შეეფერება.
Louis Vuitton-ის 2026 წლის კრუიზ კოლექციის ჩვენება ავინიონში, პაპთა სასახლეში გაიმართა. პირველ რიგებში გამოჩნდნენ ბრიჯიტ მაკრონი, კატრინ დენევი და ქეით ბლანშეტი. ჩვენებაზე ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც ვიხილეთ.
ქართველმა მოდის ბრენდებმა BLIKVANGER და INDIVIDI, მერსედეს-ბენცის აზერბაიჯანის მოდის კვირეულზე ერთობლივი კოლექცია წარადგინეს. მიუხედავად ბრენდების განსხვავებული ესთეტიკისა, კოლექციამ ერთიანობა შეინარჩუნა, რადგან ორივე ბრენდის წარმოდგენილი სამოსი მთავარ თემას –„ქალის ბუნების ცვლილება დროში“ – ეფუძნებოდა.
აზერბაიჯანის დედაქალმა 15-17 მაისს Mercedes-Benz-ის სადებიუტო მოდის კვირეულს უმასპინძლა. კვირეულის ერთ-ერთი ორგანიზატორი, აისელ ჰუსეინოვა, ჩვენთან ინტერვიუში ამ ღონისძიების მნიშვნელობაზე, ბაქოს როგორც კულტურული პლატფორმის გაძლიერებაზე და ადგილობრივი დიზაინერების მხარდაჭერის გეგმებზე საუბრობს.