The Diary-ის გუნდმა ერთი Beauty დღე ახალგაზრდა Make up არტისტთან და მოდელთან ელენე გოგავასთან ერთად გაატარა, რომელმაც ყოველდღიური Nude მაკიაჟის ტექნიკა გაგვანდო და თავისი რჩეული კოსმეტიკური ბრენდის პროდუქცია გაგვაცნო.
MESAUDA იტალიური ბრენდია, რომელიც მაღალი ხარისხითა და პროფესიონალური დეკორატიული კოსმეტიკის სრული სპექტრით გამოირჩევა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ „მესაუდას“ ნაწარმი უსაფრთხოა, არ შეიცავს პარაბენებს, პარაფინებს და ცხოველურ უჯრედებს.
ამჯერად The Diary ულამაზესი ელენეს რჩეულ იმ კოსმეტიკურ საშუალებებს გაგაცნობთ, რომლებიც ტრენდული Nude ლუქის შესაქმნელად გამოგადგებათ.
#1 PERFECT SKIN - პრაიმერი
სახის პრაიმერი სახის კანის ზედაპირს სპეციალური სილიკონის საშუალებით ათანაბრებს და კანზე ერთგვარ ფუძეს ქმნის, რომელიც ნაკლოვანებებს და პიგმენტურ ლაქებს ფარავს. პრაიმერის გამოყენების შემდეგ კანის გლუვი და ხავერდოვანი ხდება.
Mesauda-ს ტონალური ფერების ფართო არჩევანით გამოირჩევა, აქვს შესანიშნავი დატენიანების ეფექტი და გათვლილია ყველა ტიპის კანზე. რაც ყველაზე მთავარია, ტონალურს 24 საათიანი დაფარვა აქვს.
თვალის ირგვლივ მარტივად დასატანი ფორმა პროდუქტის კარგად გადანაწილების საშუალებას იძლევა. მთავარი კი ისაა, ჩაბნელებული ადგილების ამოსანათებლად კორექტორის სულ რაღაც ერთი ხაზიც საკმარისია.
Mesauda-ს თვალის ჩრდილების პალიტრა მრავალფეროვანი ტონალობებით გამოირჩევა. გამოკვეთილი და პიგმენტური ფერები მთელი დღის განმავლობაში რჩება თვალზე და fresh ვიზუალს ინარჩუნებს.
კრემისებრი ბლაში, რომელსაც განსაკუთრებული ფერი აქვს, ძალიან მარტივად ნაწილდება სახის კანზე. ელენესთვის კი ბლაში მაკიაჟის გამოცოცხლების ერთ-ერთი მთავარი ხრიკია.
და ბოლოს, Nude ლუქის გამოსაცოცხლებლად შეგიძლიათ Mesauda-ს მკვეთრი ფერის მატის ტუჩსაცხი გამოიყენოთ, რომელიც თქვენს ტუჩებზე მანამ დარჩება, სანამ მის მოცილებას თავად არ გადაწყვეტთ.
როცა დღეები ღამეზე გრძელია და ქალაქის პარკები მზის მოყვარულებით ივსება, ჰარი სტაილზიც „გამოიზაფხულებს“ ხოლმე, ივიწყებს მსოფლიო პოპ ვარსკვლავის სტატუსს და ქუჩებში ისე გადაადგილდება, თითქოს ჩვეულებრივი ლონდონელი იყოს.
ენტონი ვაკარელო Saint Laurent-ის მემკვიდრეობას აგრძელებს, თუმცა თანამედროვე შტრიხებით. მატილდა გვარლიანი კამპანიის მთავარი გმირია – ბუნებრივად ირგებს ამ თავშეკავებულ ამბოხს.
Louis Vuitton-ის 2026 წლის კრუიზ კოლექციის ჩვენება ავინიონში, პაპთა სასახლეში გაიმართა. პირველ რიგებში გამოჩნდნენ ბრიჯიტ მაკრონი, კატრინ დენევი და ქეით ბლანშეტი. ჩვენებაზე ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც ვიხილეთ.