პედრო პასკალი დღეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფიგურაა ჰოლივუდში. ეკრანზე გამორჩეული როლებით ცნობილი მსახიობი თანდათან მოდის ახალ სახედ გარდაიქმნა, რომლის ვიზუალური იდენტობა თანამედროვე და თავდაჯერებულია.
პასკალის წითელ ხალიჩაზე ადრინდელი გამოჩენები თავშეკავებული ელეგანტურობით გამოირჩეოდა. თუმცა, დროთა განმავლობაში მისი სტილი უფრო თავისუფალი და ინდივიდუალური გახდა: ფერების გაბედული კომბინაციები, უფრო თამამი სილუეტები.
როდესაც პასკალი Met Gala-ს წითელ ხალიჩაზე Valentino-ს ალისფერი პალტოთი და შორტებით გამოჩნდა, აშკარა გახდა რომ ახალი Fashion Icon დაიბადა.
Met Gala 2023-ის წითელი ხალიჩა
პედრო პასკალის სტილის ტრანსფორმაციაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სტილისტმა ჯული რაგოლიამ, რომლის დახმარებითაც მან კლასიკური ფორმები საკუთარ ინდივიდუალიზმს შეუხამა.
Kingsman-ის პრემიერაზე
მსხიობის იდენტობა სტილის უნიკალურ ხელწერას ქმნის. The last of us-ის მეორე სეზონის პრემიერაზე პასკალმა Saint Laurent-ის კუბოკრული პიჯაკი მაღალყელიან ტყავის ჩექმებს შეუხამა.
The last of us-ის მერეო სეზონის პრემიერაზე
ფერი და ტექსტურა პასკალის სტილში წამყვან როლს ასრულებს. ის ხშირად ირჩევს მუქ ტონალობებს, ნატურალურ ქსოვილებსა და მკვეთრ დეტალებს. პასკალის ყოველი გამოჩენა, იქნება ეს წითელ ხალიჩაზე თუ ფოტოსესიაზე, მოწმობს, რომ მისთვის სტილი მხოლოდ ტენდენციების მიყოლა კი არა – პიროვნული სიუჟეტის გაგრძელებაა. მისთვის მოდა ინდივიდუალობისა და შინაგანი სამყაროს გამოხატვის ფორმაა და არა სოციალური მედიის ტრენდების მექანიკური გამეორება.
Gladiator II-ის პრემიერა
აღსანიშნავია, რომ პასკალის მოდური არჩევანი ხშირად სოციალურ მესიჯსაც ატარებს. Marvel's Thunderbolts -ს პრემიერაზე ლონდონში მან "Protect the Dolls" წარწერიანი მაისური მოირგო. "Protect the Dolls" – ტრანსგენდერი ქალების მხარდასაჭერი სლოგანია.
Marvel's Thunderbolts -ს პრემიერაზე ლონდონში
სელებრითების იმიჯი ხშირად წინასწარ გათვლილი და ხელოვნურია – პედრო პასკალი კი ამ წესის გამონაკლისია. მისი სტილი თამამია, მაგრამ არასოდეს გადამეტებული და ამავდროულად უზადო ელეგანტურობით გამოირჩევა. ყოველ ლუქში მკაფიოდ იგრძნობა მსახიობის თავდაჯერებულობა – და სწორედ ასე ყალიბდება ახალი Fashion Icon, acca Fashion Daddy.
ფრანგული სილამაზის ბრენდი Dessange Paris უკვე ათწლეულზე მეტია, რაც თბილისშიც საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებულ სერვისებს გვთავაზობს. ჩვენთან ინტერვიუში Dessange Tbilisi-ს გუნდი ბრენდის ფილოსოფიაზე, ზაფხულის ტენდენციებსა და სერვისების მრავალფეროვნებაზე გვესაუბრა.
The Devil Wears Prada 2–ის გადაღებები ნიუ-იორკის მუზეუმში მიმდინარეობს, სადაც გამოგონილი Met Gala-ს სცენაში მერილ სტრიპი, სიმონ ეშლი და სტენლი ტუჩი მაღალი მოდის კოსტიუმებში გვევლინებიან. კოსტიუმების ავტორი პატრიშა ფილდის მემკვიდრე მოლი როჯერსია.
ზაფხულის ცხელი დღეებისთვის სადილსა და ვახშამზე სალათა საუკეთესო არჩევანია. თუ კლასიკური რეცეპტები მოგბეზრდათ, ჩვენი საზაფხულო რეცეპტებით შეგიძლიათ მოამზადოთ მსუბუქი კერძი.