საქართველოს ჩემპიონი იბერია 1999 X ლუკა მიქაძე
საქართველოს ჩემპიონი კლუბი იბერია 1999 UEFA-ს 2025 წლის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველი დიზაინერის, ლუკა მიქაძის შექმნილი სამოსით წარდგა.
Barbie-მანიამ უმაღლეს მწვერვალს მიაღწია, გრეტა გერვიგის ახალი ფილმის პრემიერამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. საქართველოში, Barbie-ის დიდ ეკრანზე ხილვის საშუალება მაყურებელს ხვალიდან, 20 ივლისიდან შეეძლება და თუ ჯერ არ გინახავთ, გეტყვით, რომ კინოთეატრში შესაძლებელია ნამდვილ Barbiecore-ს გადააწყდეთ. ფილმის პრემიერაზე თემატური სამოსით მისვლა ყოველთვის გენიალურ იდეად გვესახებოდა, მაგრამ Barbie-მანიის ფონზე, ვარდისფერი სამოსითა თუ აქსესუარებით გამოჩენა საუკეთესო რამაა, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ.
მაშ ასე, არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია, თქვენ შეგიძლიათ მოირგოთ როგორც ყოველდღიური ბარბის (მეტად მინიმალისტური სტილი), COOL GIRL BARBIE-ს სრული ან სულაც INDIE BARBIE-ს სილუეტები და გარწმუნებთ, ამ პროცესით მართლაც ისიამოვნებთ. და თუკი, თქვენს გარდერობში Barbie-ის სეანსისთვის შესაფერის ვარდისფერ სამოსს ვერ შეარჩევთ, გირჩევთ ჩვენი შერჩეული რამდენიმე ვარიანტი განიხილოთ:
RUFFLED DRESS WITH FLOWER - LIMITED EDITION
VINYL MULES
MINI BUCKET BAG WITH RHINESTONES
HEART POPLIN SHIRT
SLINGBACK SHOES WITH STRAPS
CROP TOP WITH RUFFLES
SEQUINNED BUTTERFLY EARRINGS