2025 წლის მეთ გალას ვარსკვლავური ლუქები
Met Gala 2025-ზე ვარსკვლავები ელეგანტური და უნიკალური ლუქებით ბრწყინავდნენ — დაათვალიერეთ მოდის ყველაზე მნიშვნელოვანი დღის ლუქები.
სენდვიჩებს მსოფლიო კულინარიაში დამსახურებული აღიარება რომ ჯერაც არ მოუპოვებიათ ეს ცნობილი ფაქტია. სენდვიჩი უმრავლესობისთვის მარტივად მოსამზადებელ კერძთან ასოცირდება, სინამდვილეში კი გემრიელი სენდვიჩის მომზადება საჭირო კულინარიული უნარების, კარგი ინტუიციისა და კრეატივის ქონას გულისხმობს.
დღეს, If.ge ჩვენს მკითხველს ცნობილ ფრანგულ სენდვიჩს ,,კროკ მისიეს” გააცნობს. ყველისა და ლორის უგემრიელესი სენდვიჩი პარიზული კაფეების ყველაზე მოთხოვნადი კერძია, რომლის მომზადება და დაგემოვნება სახლშიც შეგიძლიათ.
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
1. ტაფაზე მოათავსეთ ორგანული კარაქი, დაუმატეთ ფქვილი და კარგად აურიეთ. ამის შემდეგ დაამატეთ რძე, მოაყარეთ მარილი, პილპილი და ჯავზი.
2. პურზე წაუსვით ორგანული კარაქი, მოათავსეთ ტაფაზე და კარგად დაბრაწეთ.
3. საცხობ ლანგარზე მოათავსეთ პური, გადაუსვით ბეშამელის სოუსი, დაუმატეთ პარმეზანი, ინდაურის ლორი და ისევ პარმეზანი.
მეორე ნაჭერზე წაუსვით დიჟონის მდოგვი და დააფარეთ. ზემოდან მოასხით ბეშამელის სოუსი და მოაყარეთ პარმეზანი.
4. გამოაცხვეთ 180° გრადუსზე 10 წთ.